Microsoft გეიმერებს წარსულით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს და Retro Classics-ს უშვებს — ახალ კოლექციას 50-ზე მეტი ვინტაჟური Activision თამაშით, რომლებიც უკვე Xbox Game Pass-ზეა ხელმისაწვდომი. Antstream Arcade-თან ერთად შექმნილი კოლექციის მიზანია, 1980-იანი და 1990-იანი წლების ლეგენდარული თამაშები თანამედროვე პლატფორმებზე ხელმისაწვდომი გახადოს და ამასთან, გეიმინგის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც შემოინახოს.
თამაშებს შორის გვხვდება Pitfall!, Kaboom!, MechWarrior 2, Grand Prix და Commando. თუმცა პირდაპირ კი არ გადმოიტანეს, არამედ გამოცდილების გათანამედროვებისთვის მიღწევებზე თვალის დევნება, ე. წ. ონლაინ ლიდერბორდები და ღრუბელზე შენახვაც დაემატა. თამაშს კი Xbox კონსოლებზე, კომპიუტერებსა და სხვადასხვა ღრუბელთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე, მათ შორის Samsung-ისა და LG-ის სმარტ ტელევიზორებზე, Amazon Fire TV Sticks-ებსა და Meta Quest ყურსასმენებზე შეძლებთ.
მოსალოდნელია, რომ მომავალში Retro Classics-ში შემავალი თამაშების ჩამონათვალი გაიზრდება და მას უფრო მეტი Activision-ისა და Blizzard-ის სახელები დაემატება.
კოლექცია შედის Xbox Game Pass-ის ყველა თაობაში და მასზე წვდომას Xbox აპლიკაციით მიიღებთ, როგორც კონსოლზე, ისე კომპიუტერსა და ღრუბლოვან სტრიმინგ პლატფორმებზე. ახლა კი დროა, გადაწყვიტოთ, რომელ კლასიკურ თამაშს ჩართავთ პირველი: