Microsoft 23 ივლისს Xbox Series X-ის თამაშების ღონისძიებას, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყებს. ამ დღეს, კომპანია გეგმავს წარადგინოს Xbox Game Studios-ის მიერ შექმნილი თამაშები, მათ შორის, ცნობილი Halo Infinite. Microsoft, ამ ეტაპზე, 15 Xbox Game სტუდიას ფლობს.
ღონისძიებისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელი იქნება როგორც Youtube-ზე, ასევე, Xbox.com-ზე, ფეისბუკზე, ტვიტერზე და ა.შ. შესაბამისი სტრიმების ბმულები კი ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიდება.
🎮 Xbox Games Showcase
📅 July 23rd
⏰ 9am PT@SummerGameFest Pre-Show at 8am PT with @GeoffKeighley on @YouTubeGaming#XboxGamesShowcase pic.twitter.com/zGr5AnFwic— Xbox (@Xbox) July 6, 2020