in

Microsoft-მა Apple-ს საბაზრო ღირებულებით გადაასწრო!

Microsoft-ის საბაზრო ღირებულება ახლა 2.46 ტრილიონი დოლარია

veon
veon

პარასკევს Microsoft-მა Apple-ს საბაზრო ღირებულებით გადაასწრო და შედეგად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, რომლის აქციების შეძენაც საჯაროდ შეიძლება.

Microsoft-ის საბაზრო ღირებულება ამ ეტაპზე 2.46 ტრილიონი დოლარია, ხოლო Apple-ის – $2.43 ტრილიონი. ამ უკანასკნელის საბაზრო ღირებულების ვარდნა ე. წ. იმედგამაცრუებელ კვარტალურ შედეგებს მოჰყვა — მიუხედავად პროდუქციის კატეგორიების ზრდისა. Apple-მა აღნიშნა, რომ უოლ სტრიტის მოლოდინები წლის მეოთხე ფისკალურ კვარტალში არ გამართლდა, რაც, უმეტესად, მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნამ გამოიწვია.

საგულისხმოა ისიც, რომ ჯერ კიდევ მაისის ანგარიშის მიხედვით აშკარა გახდა Microsoft-სა და Apple-ს შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობა. ვინაიდან, ორივე კომპანია აგრძელებს დიდი ინვესტიციების განხორციელებას გაფართოებულ რეალობასა და ხელოვნურ ინტელექტში, მეტოქეობა, სავარაუდოდ, მეტად გაიზრდება უახლოეს წლებში.

თანამედროვე მათემატიკის ბრიტანელი გენია, რომელმაც სკოლა 6 წლისამ დაამთავრა, SEU-ში საჯარო ლექციას გამართავს

“ვაქცინა” წლის სიტყვად დასახელდა!