in

Microsoft-მა კლავიატურას ახალი ღილაკი დაამატა!

veon
veon

ეს მოულოდნელი სიახლე იყო, რადგან თითქმის 30 წელია, რაც კლავიატურაზე არაფერი შეცვლილა…  ახლა კი Microsoft ტრადიციულ Windows-ის კლავიატურას Copilot-ის ღილაკს ამატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიახლე მალე კომპანიის პარტნიორი ბრენდების კომპიუტერებშიც შეგხვდებათ. 

2024 წელი ტექნიკურმა გიგანტმა AI PC-ის წლად მიიღო. ამ ნაბიჯსაც კომპანიაში ხელოვნური ინტელექტისა და მომხმარებლის ინტერაქციის გაძლიერების შანსად მიიჩნევენ. Copilot-ის ღილაკი კი პროცესს გაამარტივებს, მომხმარებლებს ყოველდღიური ამოცანების გაკეთების შესაძლებლობას AI-ის საშუალებით მისცემს — უბრალოდ ღილაკს უნდა დააჭიროთ და Copilot-ის გენერაციული AI ასისტენტი Windows 10-სა და Windows 11-ზე გააქტიურდება. სხვა შემთხვევაში Windows Search-ში გაიხსნება. 

რაც შეეხება კლავიატურის დიზაინს, სავარაუდოდ, ახალი ღილაკი ისრისა და მარჯვენა Alt ღილაკებს შორის დაიკავებს ადგილს. თუმცა, შესაძლოა, ეს კლავიატურის ზომისა და დიზაინის მიხედვით განსხვავდებოდეს.

Copilot-ის ღილაკის შემოტანა მნიშვნელოვანი ცვლილებაა Windows PC-ის კლავიატურებში. გვჯერა, რომ ეს უბიძგებს ადამიანებს, AI ტრანსფორმაციებში მეტად მარტივად ჩაერთონ. დაახლოებით 30 წლის წინ ჩვენ გაგაცანით Windows-ის ღილაკი კლავიატურაზე, რამაც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს Windows-თან ინტერაქციის საშუალება მისცა. ახლა კი ამასაც ტრანსფორმაციულ მომენტად მივიჩნევთ, Copilot კომპიუტერებში AI სამყაროს გასაღები იქნება, — აცხადებს იუსუფ მეჰდი, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი. 

ახალი AI ღილაკის დებიუტი CES-ზე შედგა და, როგორც ვიგებთ, იგი მომავალ Surface-ის მოწყობილობებსაც დაემატება… 

რეგიონული ბიზნესის დიდი შესაძლებლობები – FIREFLIES წელს აჯამებს და 2024 წელს ბიზნესის სტრატეგიულ მხარდაჭერას გვპირდება

Starbucks-ს „მონობის მსგავსი პირობებისთვის“ სასამართლოში უჩივლეს!