in

Microsoft-ს Discord-ის შეძენა $10 მილიარდად სურს

ჯერჯერობით Discord ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

veon
veon

Microsoft აშკარად ფიქრობს Discord-ის შეძენაზე, რისთვისაც 10 მილიარდ დოლარს გაიღებს.

Discord, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და სან ფრანცისკოში მდებარეობს, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან საჯარო და კერძო ჩათის სერვერები, სადაც ხალხს ერთმანეთთან საუბარი შეეძლება ტექსტის, აუდიოსა და ვიდეოს მეშვეობით. სერვერებს საშუალება ეძლევა, თემებზე ორიენტირებული არხები შეიქმნას. 

აპლიკაციამ სწრაფად მოხიბლად ელექტრონული სპორტის გუნდები და თაყვანისმცემლები. შესაბამისად, სწრაფად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოთამაშეებმა ონლაინ ერთობები შექმნეს პლატფორმაზე. მას ახლა ყოველთვიურად, დაახლოებით, 140 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის არიან არა მხოლოდ ვიდეო თამაშების მოთამაშეები და მაყურებლები, არამედ პროგრამისტები, ტექნოლოგიების ენთუზიასტები და არატექნოლოგიური ინტერესების მქონე ადამიანები.

ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების სტარტაპი სამომავლო ვარიანტებს განიხილავს. როგორც ჩანს, მრავალმა კომპანიამ გამოხატა მისი შესყიდვის სურვილი. ერთ-ერთ ასეთ კომპანიას არც მეტი, არც ნაკლები Microsoft წარმოადგენს, თუმცა პოტენციური გარიგება ჯერ კიდევ “ჰაერშია”. “ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ჭორებსა და სპეკულაციებზე” – აცხადებს Discord-ის სპიკერი. 

ფაქტია, Microsoft აშკარად ფიქრობს ამ გარიგების წარმატებაზე, როგორც გონივრული შენაძენის სამიზნეზე. როგორც იცით, Xbox Network-ის მფლობელი სწორედ “მაიქროსოფთია” და ჩვენ ვხედავთ, რამდენს აკეთებს ის მისი განვითარებისა და წარმატებისთვის. ასევე, კომპანია ფლობს GitHub-ს და ეს ყველაფერი სრულებით საკმარისია იმის დასადგენად, რომ MIcrosoft-ისთვის მართლაც მნიშვნელოვანია Discord-ის შესყიდვა. 

თუმცა ნუ დავივიწყებთ Microsoft-ის მიერ ჩათის მსგავსი სერვისების გამოყენების წინა მცდელობებს. მაგალითად, 2016 წელს მან შეისყიდა “Mixer”, რომელიც გასულ წელს საბოლოოდ გაითიშა, მრავალი გადარჩენის მცდელობის შემდეგ. ამასთან ერთად, საგულისხმოა Skype-ის ასპექტიც, რომელიც კომპანიამ 2011 წელს $8.5 მილიარდად შეისყიდა. მართალია, “ვინდოუსს” სრულად არ დაუთმია სერვისი, თუმცა უკვე დიდი ხანია, შეწყდა მის მომხმარებელთა ზრდაზე საუბარი. 

27 მარტს მსოფლიო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს

„მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“