in

MicroStrategy ზოგიერთ წევრს გაწეულ საქმიანობას ბიტკოინით აუნაზღაურებს!

კომპანიამ რამდენიმე დღის წინ $15 მილიონის ბიტკოინი შეიძინა

veon
veon

ორშაბათს MicroStrategy-განაცხადა, რომ კომპანია მმართველი საბჭოს ზოგიერთ წევრს ფულის ნაცვლად ბიტკოინით გადაუხდის. როგორც მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი ამბობს, საბჭომ ეს გადაწყვეტილება ბიტკოინის პრივილეგიებიდან გამომდინარე მიიღო – “მას მხარს უჭერს ძლიერი და საზოგადოებრივი ღია წყაროების არქიტექტურა, რომელიც არ ემსახურება სუვერენულ მონეტარულ პოლიტიკას”. 

ახალი შეთანხმების თანახმად, კომპენსაცია აშშ დოლარიდან ბიტკოინად გარდაიქმნება და თანამშრომლის ციფრულ საფულეში ჩაირიცხება. რა თქმა უნდა, ანაზღაურების ოდენობა უცვლელია… 

თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებას ბიძგი მისცა ისეთი ადამიანების მოსაზრებამ, როგორებიც არიან ენტონი პომპლიანო და ტაილერ ვინკლევოსი, რომელიც ბიტკოინს საბოლოო გამოსავლის სტრატეგიას უწოდებს. მართლაც, მაიკლ სეილორი უკვე დიდი ხანია, ციფრული ვალუტის, განსაკუთრებით ბიტკოინის, მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, MicroStrategy გახდა პირველი კორპორაცია, რომელმაც $250 მილიონიანი ინვესტიციის საფუძველზე უშუალოდ შეიძინა ბიტკოინი. 

როგორც წლის დასაწყისში თქვა სეილორმა, 2021 “ინსტიტუციური ინვესტიციი წელია” კრიპტოვალუტაში… საბოლოო განცხადებაც კომპანიის მიერ $15 მილიონის ბიტკოინის შეძენას მოჰყვა. ფირმის ბიტკოინის ბიუჯეტი ახლა თითქმის, 5.29 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„Პროგრამირება ყველა სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – ზაზა გამეზარდაშვილი, პროგრამისტი, ლექტორი

რა გავლენა აქვს ლიდერის ქმედებებს გუნდის წევრებზე – პეპლის ეფექტი