ზედა და ქვედა რგოლს შორის პოზიციას საშუალო რგოლის მენეჯერები იკავებენ, თუმცა ისინი ხშირად რჩებიან შეუმჩნეველნი, არადა, ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებში. პანდემიის შემდეგ, საშუალო რგოლის მენეჯერების როლი კიდევ უფრო გაიზარდა, დისტანციური სამუშაოს ზრდასთან ერთად.
ვინ არის საშუალო რგოლის მენეჯერი და რა როლი აქვს მათ?
საშუალო რგოლის მენეჯერები არიან მენეჯმენტის უმაღლეს დონეზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან უფრო მეტად ორგანიზაციის კონტროლსა და მართვაზე, ვიდრე გადაწყვეტილების მიღებაზე.
მაღალი დონის თანამშრომლები ორგანიზაციული იერარქიის სათავეში არიან. მათ აქვთ ყველაზე მეტი უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღების უფლება კომპანიაში და უფრო მეტად ჩართულები არიან ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებში, ვიდრე მის ყოველდღიურ ოპერაციებში. საშუალო რგოლის მენეჯერებს ევალებათ ამ სტრატეგიული მიზნების/დირექტივების ყოველდღიური შესრულება.
ორგანიზაციის სიდიდიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს საშუალო რგოლის რამდენიმე მენეჯერი ან შეიძლება არსებობდეს საშუალო მენეჯმენტის რანჟირების გაფართოებული სისტემა, როგორც უფროსი, ისე უმცროსი და საშუალო მენეჯერებით.
რაც უფრო დიდია კომპანია, მით მეტია მენეჯმენტის დონე. ასე რომ, ბიზნესის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი საშუალო რგოლის მენეჯერის საჭიროება შეიძლება გამოჩნდეს. მოვიყვანოთ მაგალითები:
საშუალო რგოლის მენეჯმენტი მცირე ბიზნესში
მცირე ბიზნესში, მფლობელი შეიძლება იყოს ერთადერთი პირი მაღალი რგოლის მენეჯმენტში. მაგალითად, მცირე საცალო მაღაზიის მფლობელი ქირაობს გენერალურ მენეჯერს, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება მფლობელს. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მცირეა ბიზნესი, ამ გენერალურ (შუა) მენეჯერს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს პირდაპირი ანგარიშვალდებულება.
საშუალო რგოლის მენეჯმენტი საშუალო ზომის ბიზნესში
საშუალო ზომის კომპანიაში, დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეიძლება ექვემდებარებოდნენ მფლობელს ან სხვა ვინმეს ზედა რგოლიდან. ამ შემთხვევაში, დეპარტამენტების ხელმძღვანელები არიან ზედა (და არა საშუალო) რგოლის მენეჯერები, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე, თავიანთ ერთეულებთან დაკავშირებით.
შუა რგოლის მენეჯერები არიან ზედა რგოლის მენეჯმენტის „ყურები და თვალები“, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან ყოველდღიურ ოპერაციებთან, კლიენტებთან და მოწინავე ხაზის თანამშრომლებთან.
საშუალო რგოლის მენეჯერები:
* არიან კომუნიკატორები უმაღლესი მენეჯმენტისთვის, განსაკუთრებით, ცვლილებების მართვის დროს. მათ ესმით ორგანიზაციული ცვლილების შედეგები და ის, თუ როგორ განახორციელონ ცვლილება სწორი ტემპით, სწორი ადამიანების გამოყენებით.
* ისინი აძლიერებენ ნდობას იმით, რომ უთმობენ დროს თანამშრომლების მოსმენას და ცდილობენ დააკმაყოფილონ მათი საჭიროებები. დისტანციურ და ჰიბრიდულ სამუშაო პოზიციებზე, საშუალო მენეჯერები მთავარ როლს ასრულებენ თანამშრომლების ჩართულობის შენარჩუნებაში, მანძილის მიუხედავად.
* ისინი ეხმარებიან თანამშრომლებს დაიცვან კომპანიის პოლიტიკა, პროცედურები და კულტურა. ეს კი გადამწყვეტია ჯანსაღი, სტრუქტურირებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად, შესანარჩუნებლად და თანამშრომლების პროდუქტიულობისთვის.
* საშუალო რგოლის მენეჯერები, როგორც წესი, იწყებენ კარიერას სპეციალისტის როლებში და ხშირად ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს. ეს მათ საშუალებას აძლევს შექმნან ძლიერი პროფესიული ქსელი, რომელიც სარგებელს მოუტანს მათ დამსაქმებელს.
რა გამოწვევების წინაშე დგანან საშუალო რგოლის მენეჯერები?
დაუფასებლობა
საშუალო რგოლის მენეჯერის მდგომარეობა საკმაოდ ცნობილია. ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი ისაა, რომ საშუალო რგოლის მენეჯერი „ჩვეულებრივი“ პოზიციებია. ამ სტიგმის გამო, საშუალო რგოლის მენეჯერები საკმარისად დაფასებულები არ არიან მათი დამსაქმებლების ან კოლეგების მიერ.
სტრესი და გადაწვა
კვლევის თანახმად, საშუალო რგოლის მენეჯერები „აშშ-ის ორგანიზაციების ყველაზე უბედური თანამშრომლები არიან“. მიზეზი არის ის, რომ საშუალო რგოლის მენეჯერები დაკავებულნი არიან დაკავებულნი არიან ქვედა დონის თანამშრომლების მენეჯმენტით და პასუხისმგებლები არიან ზედა რგოლის მენეჯმენტთან. მათი სამუშაო ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ქვეშევრდომები აპროტესტებენ კომპანიის პოლიტიკას.
თუ თქვენ გყავთ საშუალო დონის მენეჯერები, რის გაკეთებაც შეგიძლიათ სამსახურთან დაკავშირებული წუხილების შესამსუბუქებლად?
საშუალო მენეჯერებს სჭირდებათ ტექნოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც მათ სამუშაოს გაუადვილებს. ეს ხელსაწყოები უკავშირდება აქტივობებს, როგორიცაა:
* ონბორდინგი
* წინასწარ დაგეგმვა
* დროის ჩარჩოები და შრომა
* ჩანაწერების შენახვა
* თანამშრომლის შვებულება/დასვენების დროის აღრიცხვა
* მენეჯერისა და თანამშრომლის კომუნიკაცია
* თანამშრომლების მუშაობის მენეჯმენტი
მიეცით მათ სწავლისა და განვითარების საშუალება, შეუქმენით დაწინაურების პერსპექტივა და აგრძნობინეთ, რომ მათ შრომას აღიარებთ და პატივს სცემთ.
წყარო: zenefits