საოჯახო საქმეს არასდროს აქვს დასრულების მომენტი. განსხვავებით სხვა შრომისგან, აქ იშვიათად დგება წამი, როცა შეგიძლია თქვა: „მორჩა! დასრულდა!”
ის უსასრულოდ გრძელდება და ხშირად არც იმ კმაყოფილების შეგრძნებას ტოვებს, რომელიც, როგორც წესი, დასრულებულ საქმეს ახლავს ხოლმე. ეს ის მოცემულობაა, რომელშიც ყველა ოჯახი ცხოვრობს, ცხოვრობდა და მომავალშიც იცხოვრებს. თუმცა, ასევე ფაქტია, რომ ამ მოცემულობასთან გამკლავება უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ქალებს უწევთ.
სწორედ ამ თემას ეძღვნება Midea-ს სარვამარტო კამპანია, რომელიც ამბობს, რომ სახლის საქმე არ არის ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა და რომ ის ოჯახში თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. მისი მთავარი გზავნილიც პირდაპირი და მკაფიოა – „სახლის საქმე საერთო საქმეა”.
კამპანიის ცენტრალური ელემენტი ვიდეორგოლია, რომელიც უწყვეტი კადრის საშუალებით გვიჩვენებს სახლის საქმეების უსასრულო და განმეორებად ციკლს.
P.S. ჭურჭელი გაქვს დასარეცხი.
[პარტნიორის კონტენტი]










