სფოთლაითის საიუბილეო, მე-10 ღონისძიება 23-24 დეკემბერს ჩატარდება და ამჯერად, განსხვავებულ ფორმატში, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. სფოთლაითის ისტორია 2013 წლიდან იწყება და მას შემდეგ, წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წელს პირველად, ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია „მიდეა საქართველო“. Spotlight-თან დამეგობრობაზე „მიდეას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი დიდიძე გვესაუბრა.
M: წლევანდელი ღონისძიება „მიდეა საქართველოსა“ და სფოთლაითისთვის პირველი თანამშრომლობაა. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდაჭერა?
მე პირადად დავესწარი სფოთლაითს რამდენჯერმე, გასულ წლებში. ვფიქრობ, რომ ეს ივენთი არის საუკეთესო ადგილი საინტერესო ისტორიების მოსასმენად, რომელიც რა თქმა უნდა, მარკეტინგს უკავშირდება. სფოთლაითის შემდეგ, კონკრეტულ საკითხებზე სხვანაირად იწყებ ფიქრს, სხვა რაკურსიდან იწყებ ხედვას.
M: თქვენი შეფასებით, როგორია „მემკვიდრეობა“, რომელიც სფოთლაითმა შექმნა?
ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ სფოთლაითი არის ყველაზე მოთხოვნადი მარკეტინგული ივენთი, სადაც ყველას სურს მოხვედრა, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც არ არიან მარკეტერები. ვფიქრობ, ამ პროექტს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მარკეტინგის სფეროს სწრაფ განვითარებაში, ჩვენს ქვეყანაში.
ორდღიანი სფოთლაითი სიახლეა. ინტერესით ველოდებით დეტალურ ინფორმაციას ივენთის შესახებ.
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit Electronics, Lutecia, Extra.ge
მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.











