in ,

„რატომღაც გვეგონა, რომ ყოველთვის ერთადერთი და უნიკალური ვიქნებოდით“ – „მიდის“ #შეცდომები

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები ჰყვებიან ბიზნესის კეთებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომების შესახებ. ამჯერად, წარმოგიდგენთ სტიკერების ქართულ სტარტაპ „მიდის“ შეცდომებს, რომლებზეც „მიდის“ თანაავტორი – ქეთი ლობჟანიძე გვესაუბრა:

ჩვენი პირველი შეცდომა საკუთარი რესურსების არასწორი გადანაწილება იყო. პირველ ეტაპზე, როცა სტარტაპი იბადება და იწყებს ამუშავებას, მცირე ბიუჯეტის გამო, საკუთარ თავზე იღებ ისეთ წვრილმანებსაც კი, რომლებიც არასდროს გაგიკეთებია ან თუნდაც, არც გაგიგია მათ შესახებ. შესაბამისად, გამოუცდელობის გამო, ძირითადი საქმე ძალიან ნელა ვითარდება, ან შეძლება დიდი ჩავარდნაც გამოიწვიოს. ამიტომ, უნდა ეცადო კონცენტრირდე მთავარ საქმეზე და ყველა სხვა წვრილმანისთვის, როგორც კი შანსი მოგეცემა, გაიღო ზედმეტი რესურსი, თანხა, რადგან ეს ყველაფერი ისევ შენს საქმეს გამოადგება.

მეორე ეტაპზე, როცა საქმე ნელ-ნელა ამოიქოქა, შევეჯახეთ ახალ წელს. ისევ და ისევ, გამოუცდელობის გამო, ვერ გავთვალეთ პროდუქციის მარაგები,  რამაც ძალიან შეგვაფერხა, შორიდან ვიდექით და ვუყურებდით, როგორ უნდოდა ხალხს ჩვენი ნივთები, ჩვენ კი, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ვასწრებდით მათ დამზადებას..

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იყო ყოველთვის გამორჩეული და მიმზიდველი ბრენდი. როცა დავიწყეთ და პირველად გამოვჩნდით ბაზარზე, რატომღაც გვეგონა, რომ ყოველთვის ერთადერთი და უნიკალური ვიქნებოდით, თუმცა, ეს ასე არ არის.. მალევე გამოჩნდნენ Follower-ები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მსგავსი პროდუქცია აკოპირონ, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ააწყო ბრენდის კონცეფცია, დარჩე გამორჩეულად, რათა მომხმარებლის თვალში ყოველთვის ტოპ პოზიციაზე იყო და გქონდეს საკუთარი ნიშა!

12,500 დოლარიანი Big Mac-ის ფორმის ბეჭედი – McDonald’s-ის სიურპრიზი ვალენტინობისთვის

როგორია აცრა ტკივილის გარეშე? – UPDATE