სულ ახლახან Midjourney 5.2 გამოვიდა იმ ელემენტებით, რომლებზეც ხელოვნური ინტელექტის მოყვარულები უკვე კრეატიულ ექსპერიმენტებს ატარებენ. თუმცა მის საუკეთესოდ გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა არსებულ შესაძლებლობებსა და საზღვრებზე წარმოდგენა შეგექმნებათ. ამიტომ მოდით, ახალ ხელსაწყოებსა და ფუნქციებზე ვისაუბროთ:
Zoom Out
ყველაფერი თავიდანვე ნათელი რომ იყოს, ახალ ვერსიაზე წვდომას ავტომატურად მიიღებთ და ამისთვის დამატებით არაფრის გაკეთება დაგჭირდებათ. პირველი ფუნქცია კი Zoom Out-ია. ჩვეულებრივ ორიგინალი სურათის გაფართოების საშუალებას გაძლევთ, თუმცა ისე, რომ დეტალები არ შეიცვალოს.
როცა მოთხოვნაში “/image”-ს ჩაწერთ, Midjourney 4 ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელთაგანაც სასურველი შეგიძლიათ მასშტაბური და დეტალური გახადოთ. ამ სურათის ქვემოთ კი მომხმარებლები სამ ღილაკს დაინახავენ — Zoom Out 2x, Zoom Out 1.5x და Custom Zoom. პირველი ორი ავტომატურად მუშაობს, მესამე კი საშუალებას გაძლევთ, ეს ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთოთ 1.0-დან 2.0-მდე.

ყველაზე კარგი აქ ის არის, რომ იგი პოტენციურად უსასრულო მიახლოების ვარიანტებს სთავაზობს მომხმარებლებს… არსებული სურათის გაფართოება კი კრეატორებს თავიანთი იდეების სულ სხვა დონეზე გადაყვანის შესაძლებლობასაც აძლევს.

Make Square feature
ეს უკვე გამოსახულების ფორმას ცვლის. ჰორიზონტალური სურათები ვერტიკალურად შეუძლია აქციოს და პირიქით. Make Square-ის ირგვლივ არსებული ღილაკები მიგითითებთ, რა მიმართულებით მოხდება ზომების ცვლილება.


Variation Mode
მომხმარებლებს ნებისმიერი ვიზუალური ნიუანსის შეცვლის საშუალებას აძლევს, რისთვისაც 2 ვარიანტს სთავაზობს — High Variation Mode & Low Variation Mode. ლოგიკურად, პირველი ორიგინალური გამოსახულებისგან უფრო დიდ ვიზუალურ გადახვევას გვთავაზობს, რამაც მეტად საინტერესო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ხოლო მეორე ორიგინალთან მეტად ახლოსაა. აი, მაგალითიც:


ამასთან, Midjourney კონკრეტული ფუნქციის უფრო ლოკალიზებულ ვერსიას გვიზიარებს, აქაც ორი ვარიანტით Vary (Strong) და Vary (Subtle) — საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გამოიყენონ ინსტრუმენტი კონკრეტულ შემთხვევებში და არა, მთლიან ნამუშევარზე.

Shorten command
Midjourney-ის ირგვლივ არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცრურწმენა ის არის, რომ რაც უფრო დეტალურად აუხსნით, რა გააკეთოს, მით უკეთეს შედეგებს შემოგთავაზებთ. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის, ხშირად ამას არასწორ შედეგებამდეც მივყავართ… აქ კი გამოსავალი, სწორედ მოთხოვნების შემოკლებაა. უბრალოდ ჩაწერეთ /shorten და ჩააგდეთ თქვენი მოთხოვნა — Midjourney მის კომპონენტებს გააანალიზებს და რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ:

Stylize
დაბოლოს, Midjourney-ს მხატვრული ღირებულებისა და ვიზუალური ესთეტიკის მქონე სურათების შექმნა შეუძლია. ეს კი სწორედ ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რაც მას Stable Diffusion-ისა და სხვა მსგავსი პროგრამებისგან განასხვავებს. ხოლო Stylize-ის ახალი ფუნქცია სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას სთავაზობს მომხმარებლებს. აი, რისი შექმნაა შესაძლებელი:















