in

Midjourney საკუთარ ბეჭდურ ჟურნალს უშვებს

მალე ხელოვნური ინტელექტის პოპულარული გენერატორის მიერ შექმნილი სურათების ჟურნალი გაყიდვაში ჩაეშვება. საუბარია Midjourney-ზე, რომლის გამოყენებითაც, ყოველდღიურად უამრავ ფოტოს აგენერირებენ, საუკეთესო ნამუშევრები კი ამავე სახელწოდების გამოცემაში დაიბეჭდება.

კომპანიის თქმით, სურათებთან ერთად დაიბეჭდება ინტერვიუები — საუკეთესო კონტენტ კრეატორებთან და ენთუზიასტებთან. უბრალოდ, ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ, ტექსტებზეც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს თუ ჩვეულებრივ ჟურნალისტები მოამზადებენ სტატიებს.

„ყოველთვიურ ჟურნალს ვუშვებთ, რომელიც ინტერვიუებს, გასაოცარ ფოტოებსა და იმ მოთხოვნებს მოიცავს, რომელთა საფუძველზეც იქმნება ესა თუ ის კომპოზიცია. ეს არის კრეატიულობის, წარმოსახვისა და ადამიანის გონების მზარდი გამოვლინების აღნიშვნა“, — წერს კომპანია.

NASA-მ მთვარის მისიებისთვის ახალი სკაფანდრი შექმნა

როგორ გავაუმჯობესოთ მარკეტინგული სტრატეგია, ზეტ თაობის მიმართულებით?