„Midjourney V6 უბრალოდ რეალური ცხოვრებაა“ — ასე აღწერენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გენერატორის განახლებულ ვერსიას. ეს უკანასკნელი გაუმჯობესებულ გამოსახულებებს ქმნის, რომელიც იმდენად შეესაბამება რეალობას, რომ თითქმის შეუძლებელიც კია ნამდვილი ფოტოებისგან გარჩევა.
როგორც ცნობილია, V6 ვერსიას უკეთ შეუძლია მითითებების გაგება. ასევე, შესაძლებელია დამატებითი დეტალების მიწოდება, რაც თითოეულ გამოსახულების მაქსიმალურად დეტალიზებულად შექმნას შეუწყობს ხელს. უახლესი ფუნქციების დამატებით, მოდელს კომპანიის ლოგოების ცნობაც და მათი ზუსტად ასახვა შეუძლია — ამ თვალსაზრისით, ფართოვდება მისი როლი ბრენდინგშიც.
იმისათვის, რომ Midjourney V6 გამოიყენოთ, პარამეტრებში უნდა მიუთითოს ბრძანება „–v 6“, რადგან ჯერჯერობით ნაგულისხმევ ვერსიად არაა გააქტიურებული. უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ V6 გაცილებით მგრძნობიარეა წინამორბედებთან შედარებით — როგორც Midjourney-ის დამფუძნებელი, დევიდ ჰოლცი აღნიშნავს, უსარგებლო, ზედმეტი ტერმინების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ფოტოების გენერირებაზე.
„მკაფიოდ უნდა აღწეროთ ის, რაც გინდათ. შეიძლება, ნაკლები ემოცია ჩააქსოვოთ, მაგრამ თუკი ცხადად აღწერთ, გამოსახულების ემოციურობა შენარჩუნდება“, — განმარტავს ჰოლცი.