in

Midjourney-მ სურათების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა

M2

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პირველი სურათების AI გენერატორი Midjourney-ისგან არაფერი გვსმენია, ახლა კი კარგი ამბავი გვაქვს: თავისთვის პირველი AI სურათების მოდელი V7 გამოუშვა, რომელსაც კომპანიის ყველაზე ჭკვიან და ვიზუალურად შთამბეჭდავ მოდელად აღწერენ — V7 უფრო ჭკვიანია ტექსტური მოთხოვნებისას, სურათებიც შესანიშნავად გამოსდის, ხარისხი საგრძნობლად მაღალია ლამაზი ტექსტურებით, სხეულით, ხელებითა და ობიექტებით.

Midjourney-ის ახალ მოდელზე წვდომის მისაღებად ჯერ პერსონალიზებული პროფილი უნდა შექმნათ, რისთვისაც დაახლოებით 200 სურათის შეფასება დაგჭირდებათ. ეს პროფილი მოდელს თქვენს ინდივიდუალურ ვიზუალურ პრეფერენციებს მოარგებს, რის შემდეგაც V7-ის გააქტიურებას შეძლებთ. ხოლო ვებაპლიკაციაში მოდელი მენიუდან შეგიძლიათ აირჩიოთ. 

Turbo-სა და Relax-შია ხელმისაწვდომი, ახალი ხელსაწყოც აქვს Draft Mode-ის სახით, რომელიც სურათებს 10-ჯერ მეტი სიჩქარით აგენერირებს და სტანდარტული რეჟიმის ღირებულებაზე ნახევარიცაა. აღსანიშნავია, რომ დრაფტები სტანდარტულ სურათებზე დაბალი ხარისხისაა, თუმცა, ამის გამოსწორება ერთი კლიკით შეგეძლებათ. 

ეს სრულიად ახალი მოდელია უნიკალური ძლიერი მხარეებითა და მცირე ნაკლოვანებებით. ჩვენ გვინდა თქვენგან გავიგოთ ამის შესახებ, მაგრამ პროცესში გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნების შედგენისას განსხვავებულ სტილს უნდა მიმართოთ.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც OpenAI-ის სურათების გენერირების ფუნქცია ChatGPT-ს დაამატა. 

100%-იანი დაფინანსება Brown University-ში – ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლის ისტორია

როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა ნდობის პრინციპების დანერგვით