დღეს Midjourney-ის ახალ Web Editor-ზე უნდა გესაუბროთ, რომელიც უფრო პირდაპირ და ინტუიციურ სურათების რედაქტირების გამოცდილებას გვთავაზობს. ეს მეტ კონტროლსაც ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ შედეგებზე. ახლა უფრო მარტივი იქნება მიღებულ გამოსახულებებში სასურველი დეტალების ჩასწორება — ზუსტად ისე, როგორც სურათზე ხედავთ.
დიახ, შეგიძლიათ კონკრეტული ობიექტი ამოშალოთ და იგი სასურველი სკეტჩით ჩაანაცვლოთ. ქვემოთ მოცემულ სურათზე ცხენზე მჯდომ ფისოს ვხედავთ:
თუმცა თუ აღარ მოგვინდება, შეგვიძლია, მარტივად, ფისო გოჭით ჩავანაცვლოთ:
და თუ არც ეს დაგვაკმაყოფილებს და ტრენდებზე აყოლაც იქცევა ჩვენს სურვილად, მაშინ მარგალიტის გულსაბმევიც შეგვიძლია, დავუმატოთ:
ხოლო თუ აღნიშნულს სასურველ შედეგად მივიჩნევთ, დაპოსტვის დრო დადგება.
ახალ ფუნქციაზე წვდომისთვის Midjourney-ის ვებგვერდზე სასურველი სურათი უნდა გახსნათ და მარჯვნივ არსებულ პანელში Editor-ს დააკლიკოთ:
Midjourney-ის ვებზე დაფუძნებული ხელსაწყოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას კი, აი, ამ გვერდზე შეძლებთ.