თუ გინდა კარი დაუჯერებელ ფასდაკლებებს გაუღო და სახლში უზარმაზარი დანაზოგით წახვიდე, მაშინ კეთილი იყოს მიჰაუსის დაბადების დღის წვეულებაზე შენი მობრძანება!
ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, რომლის 12 000 კვ.მ-ზე გაშლილი სივრცეც 60 000-მდე დასახელების პროდუქციას ითვლის, 3 წლის გახდა!
„ამ დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, საჩუქრები თავად გავუკეთოთ ჩვენს ძვირფას და საყვარელ მომხმარებელს — ამიტომაც, უმაღლესი ხარისხის პროდუქტები ამერიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესტონეთიდან და ნიდერლანდებიდან ვაფრინეთ, რათა თქვენი მყუდრო კერის ხარისხიანი რემონტის წარმართვაში მთავარი წვლილი შევიტანოთ“.
მიჰაუსის დაბადების დღესთან დაკავშირებული აქციები 14-დან 17 ივლისამდე გაგრძელდება და მომხმარებელს თითქმის ყველა სექციაში 80%-იანი ფასდაკლებით შეეძლება სარგებლობა.
ფასდაკლებები გელოდებათ იმ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე, როგორებიცაა:
კედლის საფარი – 2,50 ლარიდან
კერამიკული ფილები – 11,90 ლარიდან
ლამინატი – 14,90 ლარიდან
ინტერიერის კარის კომპლექტი – 129 ლარიდან
გარე ავეჯის კომპლექტი – 139 ლარიდან.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის, რაც მიჰაუსის დაბადების დღის წვეულებაზე დაგხვდება — აქ გელოდება სეზონური გათამაშება, უამრავი ვაუჩერი და გარდა ამისა, ჰიპერმარკეტში მოსული ყველა ადამიანი, მინიმუმ 500-ლარიან შენაძენზე, სახლში გარანტირებულ საჩუქარს წაიღებს.
„ასე რომ, დროა, ხელი ჩაჰკიდო შენს ოჯახის წევრებს და გვეწვიო ყველაზე ფორთოხლისფერ წვეულებაზე.
აქციე სახლის მოწყობა განტვირთვის საშუალებად,
ააშენე, დაზოგე და იზეიმე მიჰაუსთან ერთად
მოდი მიჰაუსში: ჯუმბერ ლეჟავას 22, ჰუალინგ პლაზას -1 სართული“
[R]