in

„მიჰაუსის“ ციფრული არტი – ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე

ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია მისი უპირატესობების შესახებ. კონკურენტულ გარემოში ისეთი ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნა, როგორიც გიგანტური ჰიპერმარკეტია, საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილებაა. მით უმეტეს, როდესაც ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო–სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტით შემოდიხარ უკვე საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე.

პირველი საჯარო აქტივობა, რაც სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესმა ჰიპერმარკეტმა „მიჰაუსმა“ გამართა, იყო ციფრული პრეზენტაცია. ციფრულ ეპოქაში ასეთი გადაწყვეტილება დროულიც იყო და ახალი სიტყვაც მთელ რეგიონში.

ჰიპერმარკეტის ციფრული პრეზენტაციის იდეა ნოდარ ჯავახიშვილ-თორელს, „მიჰაუსის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მის გუნდს ეკუთვნის. იდეა ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე გაჩნდა და მთელი ეს პერიოდი მისი დახვეწა მიმდინარეობდა. თუმცა, იდეის ხორცშესხმას მხოლოდ ამ მიმართულების პროფესიონალები თუ შეძლებდნენ.

„მიჰაუსის“ ციფრულ პრეზენტაციას ორგანიზება გამოფენა „ციფრული თბილისის“ დირექტორმა ნათია კალანდარიშვილმა გაუწია. სწორედ მან შეკრა შემოქმედებითი გუნდი და მიზანიც მიღწეულია.

ნათია კალანდარიშვილი:

„დაკვეთა არ იყო სტანდარტული ხასიათის, რაც საკმაოდ კომპლექსურ მუშაობას საჭიროებდა. გვჭირდებოდა მაღალი კლასის სპეციალისტები, მაგალითად: განათების დიზაინერი, ხმის რეჟისორი და სხვა. მოთხოვნა იყო, ჰიპერმარკეტის ციფრული პრეზენტაცია ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე გაგვეკეთებინა, თანაც ლაივ რეჟიმში. ასეთ ამბიციურ პროექტში მოვიწვიეთ ციფრული ინსტალაციის შემქმნელი, განათების დიზაინერი: გიორგი მოზგოვოი, ღონისძიებათა მგეგმავი კომპანია K Events–ის ხელმძღვანელი ნინო ციციშვილი, და ბოლოს, ფეისბუქის ლაივ ვიდეოზე იმუშავა პროდიუსერმა თამი მორჩილაძემ. ჩვენს მთავარ მიზანს, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შეგვექმნა უმაღლესი ხარისხის ვიზუალური არტი, ერთობლივი ძალებით მივაღწიეთ და პირველად ქართულ ბაზარზე, მომხმარებელს ციფრულად წარვუდგინეთ ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“.

ციფრული პრეზენტაციის იდეის ავტორი ნოდარ ჯავახიშვილი-თორელი, „მიჰაუსის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„ასეთი პრეზენტაციით კომპანიამ ნამდვილად ახალი სიტყვა თქვა კავკასიის რითეილის სექტორში, რაც ნიშნავს ციფრული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას მომხმარებელთან ურთიერთობაში. რაღაც გადადის ტრენდიდან და იცვლება. ადრე თუ კომპანიის გახსნის წინ ფლაერებს არიგებდნენ და შემდეგ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდნენ, უფრო ადრე კი, ქუჩაში იდგა ადამიანი და აცნობდა მოსახლეობას, რომ რაღაც იხსნება, ჩვენ გადავწყვიტეთ, 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი ციფრულ სივრცეშია გადასული, ჩვენი მომხმარებელიც ციფრული სამყაროს განუყოფელი ნაწილია და საკუთარ ციფრულ მოწყობილებაში ნახონ, თუ რა ელოდებათ „მიჰაუსში“, – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი-თორელი. მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება არ უკავშირდება CoVid-19-ის პანდემიას,

„თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, რომ ონლაინ გახსნილიყო “მიჰაუსი”. იდეას რაც შეეხება, ის პანდემიამდე გაჩნდა და სწორედ ეს პერიოდი ჩვენმა გუნდმა ნაყოფიერად გამოვიყენეთ იდეის დასახვეწად. ასევე, ბევრი დრო გვქონდა საიტის კარგად გასამართად. – მოგვითხრობს ნოდარ ჯავახიშვილი-თორელი. – ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 100%-ით ვართ ადაპტირებული ციფრულ სფეროში. რეალურად ყველა შეცდომა, რაც სხვა არაერთ კომპანიას გამოუცდია, გავითვალისწინეთ და მივხვდით, რომ მომხმარებლისთვის რაღაც ღირებული უნდა შეგვეთავაზებინა. ერთადერთი, რაც მომხმარებელს ვებგერდზე არ შეუძლია, ეს არის VR-room-ის გამოყენება, რადგან ვირტუალური ინტერიერის სანახავად ადგილზე მისვლა აუცილებელია.“

საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ კომპანიას აქვს პრობლემები ციფრულ ვერსიებში. მაგალითად, საიტზე გაცილებით ნაკლები პროდუქციაა წარმოდგენილი, ვიდრე დახლებზე დევს; არაა გამართული მიტანის სერვისი; ცხელი ხაზი არის მხოლოდ ჩათი, რომელსაც იშვიათად პასუხობენ. სამშენებლო სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ მომხმარებელს საიტის გამოყენებით შეუძლია სარემონტო მასალების ერთმანეთთან შეხამებაც კი; სამშენებლო მასალების გზამკვლევი, ინტერიერის დიზაინის რჩევები, სამშენებლო და სარემონტო რჩევების ბლოგი ეხმარება დიზაინის სწორად არჩევაში. გარდა ამისა, მომხმარებელს სთავაზობენ, დააფიქსირონ თავიანთი აზრი. მომხმარებელთან უკუკავშირი კომპანიას დაეხმარება, შეიცვალოს და მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ამდენად, კომპანიამ წინასწარ გააანალიზა ყველა ის პრობლემა, რაც კი ჰქონია e-commerce ტიპის საიტებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს.

„ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია.“

ვირტუალური პრეზენტაცია თანამედროვე ბიზნესის ეფექტიანი ინსტრუმენტია. ის მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტების მახასიათებლების დემონსტრირების საუკეთესო საშუალებაა. „მიჰაუსის“ ერთ–ერთი უპირატესობაა ინტერიერის დიზაინერების ციფრული მომსახურება, რაც გულისხმობს 3D დიზაინის წინასწარ მომზადებას, ფერების შეხამებას, მასალების შერჩევას და ამ ყველაფრის ჩვენებას მომხმარებლისთვის VR სათვალით. ამ შემთხვევაში დამკვეთი წინასწარ ხედავს, თუ როგორი იქნება მისი ინტერიერი. ასეთი ზედმიწევნითი დაგეგმვით მომხმარებელი თავიდან აიცილებს ჭარბი მასალის ყიდვის აუცილებლობასა და ზედმეტ ხარჯებს.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი თბილისში 17 ივლისს, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში, 12 000 კვადრატულ მეტრზე გაიხსნა სადაც წარმოდგენილია 21 ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000 პროდუქტი.

 

[R]

nino enukidze

ნინო ენუქიძე – #პირველისამსახური

ლევან ლომიძის ახალი ალბომი, „Quiet Glow“