in

მაიკ ტაისონის Mike Bites-ები კანაფის გემოთი

კრივის გულშემატკივრებს ალბათ ემახსოვრებათ 1997 წლის WBA მძიმეწონიანთა ჩემპიონატი, რომელზეც მაიკ ტაისონმა ევანდერ ჰოლიფილდს ყურზე უკბინა. Ამ “დაუვიწყარი ღამის“ აღსანიშნავად, ტაისონი იწყებს კანაფის პროდუქტების ხაზს, რომელსაც მოკბეჩილი ყურის ფორმა ექნება.

BOG
BOG

ეს სიახლე ტაისონის კომპანიის Tyson 2.0-ის შეთავაზება იქნება, რომელმაც გასული წლის განმავლობაში გააფართოვა გაყიდვები კალიფორნიაში 100-ზე მეტ ლოკაციაზე.

CNN-ის ცნობით, ტაისონი ხშირად ლაპარაკობდა კანაფის სარგებლიანობაზე. მეტიც, ის დასძენდა, რომ $40 000 ხარჯავდა თვეში თავის რანჩოზე.

,,ამ ,,ყურებს” ნამდვილად კარგი გემო აქვს“, – წერს თავად მოკრივე.

Mike Bites გაიყიდება კანაფის დისპენსერებში კალიფორნიაში, მასაჩუსეტსა და ნევადაში.

ნახეთ: 3 200 გაუმჟღავნებელ ფოტოფირზე აღბეჭდილი როკ-ენ-როლის ისტორია

რა მოხდება თუ რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დატოვებს?