ასე შეგვახსენებენ, რომ ადამიანის ტვინი ფავორიტების ამორჩევისკენ არის მიდრეკილი. არსებული ცრურწმენები, რომლებიც კარგადაა ნაჩვენები ფსიქოლოგიურ კვლევებში, „ჰალო ეფექტს“ მოიცავს — თუ ჩვენ ადამიანში რაღაც თვისება მოგვწონს, მეტად სავარაუდოა, რომ სხვა თვისებებსაც დადებითად აღვიქვამთ. აქვეა მიკერძოებებიც, რომლებიც უკვე იმას ეხება, რომ ჩვენი მსგავსი წარმომავლობისა და მახასიათებლების მქონე ადამიანებისკენ მივილტვით. აი, ახლა კი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ ზემოქმედებს კოგნიტიური მიკერძოებები ჩვენთვის ძირითად სწავლისა და მეხსიერების პროცესებზე.
„არ ვაჩვენებთ, რომ ადამიანები მიკერძოებულები არიან, ეს უკვე კარგად ვიცით, უბრალოდ ახსნას გთავაზობთ იმისა, თუ რატომ არიან ადამიანები მიკერძოებულნი. ფუნდამენტური მექანიზმი შეიძლება იყოს, რომ უფრო მეტად ვაფართოებთ ჩვენს ცოდნას იმ ინფორმაციებზე დაფუძნებით, რომლებსაც ჩვენთვის მოსაწონი ადამიანებისგან ვიღებთ. მსგავსი მიკერძოებებით, შესაძლოა, აიხსნას, როგორ უვითარდებათ ადამიანებს ძლიერად პოლარიზებული შეხედულებები“, — აცხადებს ინეს ბრამაო, ფსიქოლოგი.
პროცესი კი აი, ასეთი იყო: კვლევის მონაწილეებმა უცხო ადამიანების სურათებიდან, იმის მიხედვით თუ, რომლის სახე მოსწონდათ და რომლის, არა, ჯერ აირჩიეს გუნდის წევრები, შემდგომ კი ოპონენტები. მომდევნო ეტაპი თითოეულის სახისთვის წარმოსახვითი პერსონაჟების შექმნა იყო, მათთვის მახასიათებლებისა და იდენტობების მიცემა, კვლავ ის, რაც მოსწონდათ, გუნდის წევრებს და რაც არა, ოპონენტებს მიაკუთვნეს.
შემდგომ მონაწილეებმა თითოეული სხვადასხვა ფონზე იხილეს, რომლის გვერდითაც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ობიექტები იყო ისე თითქოს ადამიანი მონაწილეს ამ ობიექტს უჩვენებდა… მოგვიანებით კი იგივე გააკეთეს სახეების ჩვენების გარეშე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ ასე მკვლევრებმა ე. წ. მეხსიერების ინტეგრაციის პროცესი გამოცადეს — მოგონებების დაკავშირება წარსულ შემთხვევებთან, რათა ახალი დასკვნები გავაკეთოთ.
ამგვარად, გამოვლინდა, რომ მონაწილეები ბევრად კარგად უკავშირებენ მანამდე წარმოდგენილ ობიექტებს იმ ადამიანებს, რომლებიც მოსწონთ. ამას კი მკვლევრები ფუნდამენტური მიკერძოებებით ხსნიან, იმით, თუ როგორ ვუკავშირებთ ადრე ნასწავლ ინფორმაციას ახალ, ნაწილობრივად დაკავშირებულ მოვლენას.
კვლევის ავტორების თქმით, ეს შედეგები გვეხმარება, დავინახოთ, როგორ შეიძლება გახდეს ადამიანთა აზრები პოლარიზებული. თუ ჩვენსავე გაგებას ძირითადად იმაზე დავაფუძნებთ, რაც არცთუ ისე ბევრი ჩვენ მიერ მოწონებული ადამიანებისგან ვიცით, ეს რწმენები ჩვენი ხედვის დავიწროებამდე მიგვიყვანს. ხოლო თუ ფსიქოლოგ ჩარლზ სტოუნს დავუჯერებთ, „ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანთა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი…“.