in

„პროფესიული სრულყოფისაკენ სწრაფვა და მისი რეალურად განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ პროცესშივე ხვდები, რომ ეს ამად ღირს“ – გაიცანი Upgaming-ის თანადამფუძნებელი მიხეილ მერებაშვილი

მიხეილ მერებაშვილი – Senior Software ინჟინერი

კარიერული გზა – 20 წელია, რაც ციფრულ სფეროშია, უმუშავია მრავალ დიდ პროექტზე, ახლა არის საერთაშორისო კომპანია Upgaming-ის თანადამფუძნებელი და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თვისებები ურთიერთობებში ღია და უშუალოა, აქვს თავისუფლების მძაფრი შეგრძნება.

უყვარს – თანამშრომლებთან ურთიერთობა, მათთან აქტიური კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარება, მათგან ახალი ინფორმაციის მიღება.

სჯერა – საკუთარი გუნდის პროფესიონალიზმის.

იცის – რომ, როცა მაქსიმალურად ვითარდები, სხვებისთვის დასამტკიცებელი აღარაფერი გაქვს და ერთადერთი, თუ ვინმეს რამე უნდა დაუმტკიცო, ეს საკუთარი თავია.

მიზანი – დაეხმაროს გუნდს ახალი მწვერვალების დაპყრობაში.

Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია „Upრინდის“ ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.

Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.

[R]

რა როლი აქვს ეთიკას ავტომობილის მართვისას? – ბბ ლიზინგის კრეატიული კამპანია

Evido Georgia ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Touch Summit