ხელოვანი და ილუსტრატორი მიკი ლოუ საფრანგეთში გაიზარდა, შემდგომ წლებში კი ლონდონსა და ესპანეთში ცხოვრობდა — შესაბამისად, მისთვის კულტურული მრავალფეროვნება და სხვადასხვაგვარი ცხოვრებისეული გამოცდილებები ნაცნობია. ეს ყველაფერი მის ნამუშევრებში იკითხება. ამბობს, რომ ცხოვრების ამ სტილმა მისი, როგორც პიროვნების, ილუსტრატორისა და დიზაინერის ხედვა გააფართოვა…
მიკი თავდაპირველად ნამუშევრებს ხელით ქმნიდა, თუმცა კარიერის დასაწყისშივე ციფრული ილუსტრაციები გახდა ტრენდული და მანაც ცადა ბედი. მისი ნამუშევრები კი ლიტერატურისა და მოგზაურობის სიყვარულით არის შთაგონებული, რასაც, ალბათ, თავადაც შეამჩნევთ. განსაკუთრებით იაპონური კულტურით, არქიტექტურით, ხელოვნებითა და ანიმაციებით არის მოხიბლული.
ხელოვანი ყოველდღიურობას სიურრეალიზმთან აერთიანებს, ფიქრობს, რომ ამ გზით ნამუშევრებს რომანტიკასა და პოეზიას მატებს, ეს კი მისი კიდევ ერთი გატაცებაა. აქ მიკი ლიტერატურის განსაკუთრებულ სიყვარულზეც ამახვილებს ყურადღებას…