in

მიკროკონტროლერის მეშვეობით ფრინველის ხმის ამოცნობაა შესაძლებელი

ამისათვის Arduino Nano 33 BLE Sense და მანქათათმშენებლობის ონლაინ ინსტრუმენტი გამოიყენეს

მანქანური სწავლება წარმოუდგენელი იარაღია საკონსერვაციო კვლევისთვის, განსაკუთრებით ისეთი სცენარებისათვის, როგორიცაა გრძელვადიანი დაკვირვება და მონაცემთა მასიური ანალიზი. ახლა კი Arduino Nano 33 BLE Sense-ისა და მანქანათმშენებლობის ონლაინ ინსტრუმენტის გამოყენებით, კონკრეტული ფრინველის ხმის ამოცნობას შეძლებთ.

Liffit
Liffit

Xeno-Canto ფრინველების უზარმაზარ ონლაინ სიგნალების, ხმების ბიბლიოთეკას მოიცავს. იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი მოწყობილობები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებშია განთავსებული, ფრინველების ხმას კონკრეტული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ფონური ხმაც ახლავს თან.

ამისათვის Arduino Nano 33 BLE Sense-ს იყენებენ, რომელიც პატარა, განსაკუთრებული თვისებების მქონე მოწყობილობაა, რომელიც აღჭურვილია ძალიან მძლავრი NRF52840 მიკროკონტროლერით, Bluetooth-ითა და ბევრი სენსორით. მანქანათმშენებლობის მოდელის მომზადება ბევრისთვის, შესაძლოა, დიდ სირთულეებთან ასოცირდებოდეს, მაგრამ ონლაინ სერვისები, როგორიცაა Edge Impulse, პროცესს ძალზე აადვილებს. სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენება Arduino-სთან სინთეზში.

Edge Impulse მოცემული მონაცემების გამოყენებით მოდელს ამზადებს და ქმნის ბიბლიოთეკას, რომლის გამოყენებაც Arduino-ზეა შესაძლებელი. ამასთან, Edge Impulse უფრო მძლავრ მოწყობილობებთანაა თავსებადი, როგორიცაა Raspberry Pi და Jetson Nano – ეს უფრო ინტენსიური მანქანური სწავლების მოდელებისთვისაა განკუთვნილი.

ციფრული ხელოვნების პროექტი QUÈTU “ცხოვრების ფრაგმენტების” შესახებ

Brick, რომელიც მობილური ტელეფონებს ყველგან დაგატენინებთ, უკვე საქართველოშია!