in

მიკროპლასტმასა მცენარეების ფოტოსინთეზს აფერხებს — კვლევა

შესაძლოა, შიმშილობის საფრთხის წინაშე დავდგეთ…

ახალი კვლევის თანახმად, პლანეტის მიკროპლასტმასით დაბინძურება საკვების მარაგების პრობლემას შექმნის, რადგან არსებული პირობები მცენარეების ფოტოსინთეზის უნარს აუარესებს. უფრო ზუსტად, მსოფლიოში ხორბლის, ბრინჯისა და სიმინდის ძირითადი მოსავლის 4%-დან 14%-მდე ნიადაგში გავრცელებული მიკროპლასტმასის გამო იკარგება. გამომდინარე იქიდან, რომ სულ უფრო მეტი მიკროპლასტმასა ხვდება გარემოში, არსებული მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუარესდება. 

M2
M2

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაგავსაყრელებიდან მიკროპლასტმასა ნიადაგში აღწევს და მცენარეებს ხელს უშლის მზის სხივების მოხმარებაში. ეს ნაწილაკები კი უკვე ყველგანაა, იქნება ეს ევერესტის მწვერვალი თუ ღრმა ოკეანეები.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 700 მილიონი ადამიანი დადგა შიმშილობის პრობლემის წინაშე. მკვლევრების შეფასებით კი, მიკროპლასტმასით დაბინძურებამ შემდგომ 2 ათწლეულში ეს ციფრი კიდევ 400 მილიონით შეიძლება, გაზარდოს. ეს გლობალურად შემაშფოთებელი სცენარია მეცნიერებისთვის. თანაც, ელიან, რომ 2058 წლისთვის მსოფლიოში მოსახლეობა 10 მილიარდამდე გაიზრდება…

კაცობრიობა ცდილობს საკვების წარმოების ზრდას, რათა მზარდი პოპულაცია გამოკვებოს, თუმცა, მათ ძალისხმევას პლასტმასით დაბინძურება შეუშლის ხელს. შედეგები გლობალური მარაგების დაცვის გადაუდებლობაზე მიგვანიშნებს, — აცხადებს ჰუან ჟონგი, პროფესორი.

კვლევა 157 ნაშრომს აერთიანებს, რომლებიც მცენარეებზე მიკროპლასტმასის გავლენას შეისწავლიდა. შედეგად კი გვეუბნებიან, რომ ხმელეთზე არსებულ მცენარეებში ფოტოსინთეზის პროცესს 12%-ით ამცირებს, ზღვის მცენარეების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 7%-ია. 

მოსავლის დანაკარგის კუთხით აზიაში ყველაზე სავალალო მდგომარეობაა, 4-დან 177 მილიონ ტონამდე იკარგება ყოველწლიურად, რაც გლობალური დანაკარგების თითქმის ნახევარია. ევროპაში ცუდი მდგომარეობაა ხორბლის მოსავლიანობის კუთხით, ხოლო ამერიკაში სიმინდის. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მართალია, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში ნაკლებად მოჰყავთ ეს კულტურები, მაგრამ, ასევე, გაცილებით ნაკლები მონაცემებია ამ რეგიონებში არსებული მიკროპლასტმასით დაბინძურების შესახებ. 

ხოლო ოკეანეებში, რომლებშიც მიკროპლასტმასა გვხვდება, თევზებისა და სხვა ზღვის პროდუქტების დანაკარგს ყოველწლიურად 1 მილიონი ტონიდან 24 მილიონ ტონამდე აფასებენ, რაც მთლიანი ციკლის 7%-ს შეადგენს და საკმარისი პროტეინია ათობით მილიონი ადამიანის გამოსაკვებად — მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ეს მრავალფეროვანი ეფექტები საკვების უსაფრთხოებიდან პლანეტის ჯანმრთელობისკენ გადაინაცვლებს….

აღსანიშნავია, რომ მიკროპლასტმასა უკვე ადამიანების სისხლსა და ტვინშიც აღმოაჩინეს, რაც ფოტოსინთეზის პროცესის შეფერხებასთან ერთად, დამატებით მიზეზს გვაძლევს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად…

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრესტიჟულ საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილეობა

სარეკლამო მედიაბაზრის ანალიზი (2024/25) – BetterFly Media