in

მიკროპლასტმასა გულის შეტევის რისკებს ზრდის — კვლევა

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ მიკროპლასტმასს ადამიანის ორგანიზმში შეღწევა შეუძლია, თუმცა აქამდე არ ჰქონდათ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ აისახებოდა პლასტმასის პატარა ნაწილაკების არსებობა ჩვენს ჯანმრთელობაზე. ახალი კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ თუ ინდივიდს გულში მიკროპლასტმასის ნაწილაკები აქვს, ეს გულის შეტევის, ინსულტისა და გარდაცვალების მაღალ რისკებს უკავშირდება. 

M2
M2

ამის გასაგებად კი იტალიელმა მკვლევრებმა საკმაოდ საინტერესო პროცესი გაიარეს — 257 ადამიანისგან კაროიდული არტერიის დაფის ნიმუშები აიღეს, ცხიმოვანი დეპოზიტების, რომლებსაც არტერიების დაბლოკვა შეუძლია, რათა იგი მისგან გაეთავისუფლებინათ. შეისწავლეს დაფა, უფრო ზუსტად, დააკვირდნენ მიკრო და ნანოპლასტმასის მაჩვენებლებს, რომლებიც პაციენტების 60%-ში გამოვლინდა. 

მიკროპლასტმასის კონკრეტული ტიპების დადგენაც კი შეძლეს. პოლიეთილენი რომ ყველაზე ხშირად გამოყენებადი პლასტმასაა მსოფლიოში, ეს კარგად ვიცით და იგი ნიმუშების 58%-ში გამოვლინდა… პოლივინილ ქლორიდი კი 12%-ში. ანთებითი მარკერების მაღალი მაჩვენებლებიც იპოვეს ადამიანებში, რომელთა დაფაც ამ ნაწილაკებს შეიცავდა, რაც წინა კვლევებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მიკროპლასტმასა ანთებით პროცესებს უწყობს ხელს. 

ეს კი გამაოგნებელი შედეგებია, მაგრამ მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, როგორი იქნებოდა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში. ამიტომ, მათზე 3 წლის შემდეგაც გადაწყვიტეს დაკვირვება — აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში, რომელთა დაფის ნიმუშები მიკროპლასტმასებს შეიცავდა, 2-ჯერ უფრო მეტი იყო გულის შეტევის, ინსულტისა თუ გარდაცვალების რისკები.

ეს უმნიშვნელოვანესია, მთელი ამ ხნის მანძილზე ადამიანები ამბობდნენ, რომ მიკროპლასტმასა ჩვენს ორგანიზმშია, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რეალურად, რას აკეთებდნენ ისინი, — აცხადებს ფილიპ ლანდრიგანი, ეპიდემიოლოგი.

თუმცა ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა: რატომ შეიცავს ზოგიერთი ადამიანის დაფა მიკროპლასტმასას და ზოგის, არა? ზოგიერთი პოპულაცია უფრო მეტადაა რისკის ქვეშ? და თუ მიკროპლასტმასა ასე ზემოქმედებს ჩვენს გულსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას სხეულის სხვა ნაწილებზე, მაგალითად ფილტვებსა და პლაცენტაზე?! ან თუ გულში შეუძლია შეღწევა, რატომ ვერ მიაღწევს ტვინამდე ან ნერვულ სისტემამდე? რა შეგვიძლია ვთქვათ დემენციისა და სხვა ქრონიკული ნერვული დაავადებების შესახებ?კითხვა კი ძალიან ბევრია, მაგრამ თითოეულს ცალკე კვლევა სჭირდება…

თუმცა ამჯერად მეცნიერები ცდილობენ, ახსნან, თუ რატომ იწვევს მიკროპლასტმასა გულის შეტევებსა და ინსულტს — თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ პრობლემა დაფის სისუსტიდან მოდის, ვფიქრობთ, იმის გამო, რომ მიკროპლასტმასისა და ნანოპლასტმასის შემცველ დაფებში უფრო მაღალია ანთების წარმოშობის რისკი, ეს დაფა უფრო მარტივადაც იშლება. ხოლო, როცა ისინი გატეხილია, სისხლის ნაკადებში შეღწევაც შეუძლია.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლასტმასით გლობალური დაბინძურების მაჩვენებლები 2040 წლისთვის გაორმაგდება, 2060 წლისთვის კი გასამმაგდება…

უპირველესად, უნდა ვაღიაროთ, რომ პლასტმასის დაბალი ფასი და მოხერხებულობა ნიღბავს მის ზიანს. უნდა წავახალისოთ პაციენტები, შეწყვიტონ პლასტმასის გამოყენება, განსაკუთრებით კი არასაჭირო ერთჯერადი ნივთების. სამედიცინო დაწესებულებებმა და გაერომ უნდა მოითხოვოს პლასტმასის წარმოების გლობალური შეზღუდვა. ამაში კი დიდი წვლილი წიაღისეული საწვავის კომპანიებს შეაქვს. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი ბაზარი მცირდება და რაღაც უნდა გააკეთონ, ამიტომ პლასტმასაზე გადაერთნენ…, — ამბობს ლანდრიგანი.

ამგვარად, ეს ნაშრომი პირველი ნაბიჯია იმის გასაგებად, თუ რა გავლენა აქვს მიკროპლასტმასას ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ამ საკითხს უფრო მეტი კვლევა დაეთმობა… ამ ეტაპისთვის კი ერთადერთი გამოსავალი პლასტმასის მოხმარების შემცირებაა.

Land Rover-ის ისტორიული მიმოხილვა და ბრენდის განახლებული იდენტობა

როგორ აფასებს IBM გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ძალას მარკეტინგში?