in

მკვლევრებმა კბილების მოსავლელად მიკრორობოტები შექმნეს

პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა უპრეცედენტო სტომატოლოგიური მოვლის საშუალებას მიაგნო. ეს არის ფორმის შეცვლის უნარის მქონე მიკრორობოტები, რომლებსაც კარიესის გამომწვევი ბაქტერიებისა და ნადების მოშორება შეუძლია. მარტივად რომ ვთქვათ, მინიატიურული და მრავალფუნქციური სტომატოლოგიური რობოტები სპეციალური ძაფის შემცვლელად გვევლინება.

„ჯერ კბილები უნდა გაიხეხო, შემდეგ ძაფით გაისუფთაო და წყალი გამოივლო. ასეთია პირის ღრუს მოვლის რამდენიმე საფეხურიანი მოვლის პროცესი. ახალი ინოვაციის შემთხვევაში კი რობოტულ სისტემას შეუძლია, სამივე მოქმედება ავტომატურად შეასრულოს, ჩვენი ჩარევის გარეშე“, — ამბობს ჰიუნ მიშელ კუ, ახალი კვლევის თანაავტორი.

მიკრორობოტები ძირითადად რკინის ოქსიდის ნანონაწილაკებისგან შედგება — ანუ, მაგნიტური მასალისგან, რომელიც ბუნებრივად იკრიბება ფორმირებად სტრუქტურებში  და მაგნიტურ ველს წარმოქმნის. ასეთი მაგნიტური ველის მანიპულირებით, მკვლევრებმა მინირობოტების ჯაგრისის და ძაფის მსგავს ფორმებად გარდაქმნა შეძლეს.

„ნანონაწილაკების ფორმირება და მანიპულირება შესაძლებელია მაგნიტური ველების გამოყენებით. ჩვენ ვქმნით მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია, პირის ღრუს ნებისმიერ ნაწილში მივიდეს“, — ამბობენ მკვლევრები.

გარდა ამისა, ამ პატარა ნანონაწილაკებს კიდევ ერთი შესანიშნავი ეფექტის უზრუნველყოფის უნარი აქვს — რკინის ოქსიდს აქვს არა მხოლოდ მაგნიტური, არამედ კატალიზური თვისებებიც, რომელსაც ბაქტერიების მოკვლა შეუძლია. ამისთვის კი წყალბადის ზეჟანგსაც იყენებს.

როგორც მკვლევრები ამტკიცებენ, მოქნილ რობოტულ სისტემას კბილებისა და ღრძილების დაავადებების გამომწვევი პრობლემების აღმოფხვრა შეუძლია. ეს რამდენიმე ტესტირების დროს დადასტურდა, რომლებიც რეალურ ადამიანებსა და ხელოვნურ პროთეზებზე ჩაატარეს.

ჯეიმს ვების გადაღებული პირველი ფოტო ათასობით გალაქტიკას ასახავს

დარეგისტრირდი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების რიგით მეორე კონკურსზე