9
Jan
2019

მოწყობილობა, რომელიც თქვენს შვილებს თვალს ადევნებს, სანამ ისვენებთ

9 Jan 2019

veon
veon


ბავშვებზე ზრუნვა მარტივი ხდება მაშინაც კი, როდესაც მათ გვერდით არ ხართ. ამის ნათელი დასაბუთებაა მოწყობილობა, სახელად “Miku”, რომელსაც სპეციალური მონიტორის წყალობით უნიკალური თვისებები აქვს. კერძოდ კი, იგი თვალს ადევნებს ბავშვის ძილს, აკვირდება და აანალიზებს, რა სიხშირით და რამდენად კარგად სძინავს მას. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ამასთან ერთად, მას გააჩნია სპეციალური სენსორები, რომელთა მეშვეობითაც, იკვლევს ბავშვის გულისცემას და სუნთქვის სიხშირეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Miku-ს შეუძლია გარემოს ტემპერატურისა და სინოტივის დადგენა, რითიც მშობლებს ატყობინებს, რამდენად სტაბილურ გარემოში უწევს ბავშვს ყოფნა. მისი შემქმნელი – ერიკ უაითი და მთლიანი გუნდი აცხადებს, რომ ეს მოწყობილობა მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია და იმედოვნებენ, რომ შექმნიან უფროსებზე მორგებულ სისტემასაც, რომლის მეშვეობითაც, შვილებს საშუალება ექნებათ, თვალი ადევნონ ხანში შესულ მშობლებს.

წყარო: www.techcrunch.com

განხილვა