საქართველოს რძის პროდუქტების ბაზარზე ახალი ბრენდი – „მილა“ გამოჩნდა, რომელიც უკვე დიდი ხანია საერთაშორისო ასპარეზზე მომხმარებლის დიდ ნდობასა და ერთგულებას იმსახურებს. საღი რძისგან დამზადებული პროდუქცია და უკონკურენტო ფასი – სწორედ ესაა მთავარი ფუნდამენტი, რომელსაც ბრენდის წარმატება და ღირებულებები ემყარება.
მოგვიყევით მილას შესახებ: როგორ შეიქმნა ეს კომპანია და რა არის მისი მთავარი ფილოსოფია?
მილა აზერბაიჯანში რძის პროდუქტების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ SKU-ს 10 სხვადასხვა კატეგორიაში. ჩვენს საწარმოს დღეში 250 ტონა რძის პროდუქტის წარმოება შეუძლია, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისა და მკაცრი კონტროლის ნორმების დაცვით. დღის განმავლობაში პროდუქციის 17 სხვადასხვა ხაზს ვაწარმოებთ, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ახალ, უსაფრთხო მდგომარეობაში მიწოდებას. სწორედ ამიტომ, მილა აზერბაიჯანის ბაზრის ლიდერია არაერთ კატეგორიაში. ეს განსაზღვრავს ჩვენს მთავარ მიზანსაც – მომხმარებელს ყოველდღიურად მივაწოდოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, ახალი პროდუქცია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.
რატომ გადაწყვიტა ბრენდმა ქართულ ბაზარზე შემოსვლა? არის თუ არა ის წარმოდგენილი სხვა ბაზრებზე მსოფლიოს მასშტაბით?
მოგეხსენებათ, საღი რძისგან დამზადებულ პროდუქტებს მოკლე მოხმარების ვადა აქვთ. შესაბამისად, მათი შორ მანძილზე ტრანსპორტირება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ამიტომ, შორეულ ქვეყნებში იმპორტირებას ვერიდებით, თუმცა რეგიონის მასშტაბით სულ უფრო და უფრო ვიზრდებით.
ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლა, უპირველეს ყოვლისა განაპირობა ჩვენი ქვეყნების მეზობლობამ და იმ კვლევამ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მილას პროდუქცია ბაზრის მოთხოვნებს, გემოვნებასა და საჭიროებებს სრულად ერგება, როგორც მაღალი ხარისხით, ისე კონკურენტული ფასით.
რა არის მთავარი მესიჯი, რომლითაც მილა ქართველ აუდიტორიას გაეცნობა?
ჩვენი მთავარი მესიჯი მარტივია – მილა, ხარისხის ახალი ნიშანი. ამით გვსურს ადამიანებს გავუადვილოთ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაფერისი პროდუქტის აღმოჩენა მაღაზიების გადატვირთულ თაროებზე. ჩვენი ბრენდი ბაზარზე დიდი, თამამი ხარისხის ნიშნით შემოდის, რომელიც ყველას ამცნობს, რომ თითოეული პროდუქტი 100%-ით საღი რძისგანაა დამზადებული და სანდოობის მაღალი დონისა და ფასის იდეალური ბალანსით გამოირჩევა.
სად შეეძლებათ თქვენს მომხმარებლებს მილას პროდუქციის შეძენა?
მილას პროდუქცია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია: „სპარში“, „კარფურში“, „ლიბრეში“, „გუდვილში“, „უნივერსამში“, „ფრესკოსა“ და „ჯიბეში“.
2025 წლიდან „მილა“ სხვა ქსელურ მაღაზიებშიც იქნება წარმოდგენილი.
ბრენდს პროდუქციის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. კონკრეტულად რომელი ხაზებია წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე?
ჩვენი პროდუქციის არჩევანი ქართულ ბაზარზეც საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს რძეს, არაჟანს, იოგურტს, საბავშვო ხაზს, ლაბნეს, მდნარ ყველს, აირანს.
ასევე, 2025 წელს მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით.
რა არის ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც მილას ბაზარზე უკვე არსებული რძის პროდუქტის მწარმოებელი ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევაში დაეხმარება?
ადგილობრივ მწარმოებლებს, როგორც წესი, აქვთ მომხმარებელთან ხანგრძლივი, ჩამოყალიბებული ურთიერთობისა და ნდობის უპირატესობა. შესაბამისად, არსებობს ერთგულება მათი ბრენდების მიმართ, რომელიც მათ საკმაოდ მყარ კონკურენტებად აყალიბებს. ადგილობრივი ბრენდები უფრო ახლოს არიან რეგიონულ გემოვნებასა თუ კულტურულ ღირებულებებთან. თუ პროდუქცია, რომელსაც აწარმოებ, არ ჯდება არსებულ გემოვნებაში და ზედმეტად დაშორებულია კულტურას, კონკურენციის გაწევაც რთულდება.
თუმცა, მილას ძალიან კარგად ესმის მომხმარებელთან ამ ურთიერთობისა და ნდობის შენების საჭიროება ხანგრძლივ პერსპექტივაში და შესაბამისად, ბრენდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველმა აუდიტორიამ ცხადად დაინახოს ყველა ის უპირატესობა, რომელიც ჩვენს პროდუქციას აქვს.
კონკურენტებსა და მილას შორის განმასხვავებელი ფაქტორი ბევრია. ნაწილისგან პროდუქციის მრავალფეროვნება გამოგვარჩევს, ნაწილისგან კი წარმოების მეთოდები და გამოყენებული ინგრედიენტების ხარისხი. თუმცა, ჩვენი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი მაინც ფასია, რომელიც საღი რძისგან დამზადებულ სხვა პროდუქტებს შორის, ყველაზე ხელმისაწვდომი და კონკურენტულია.
რა გეგმები გაქვთ იმისთვის, რომ ბრენდი ქართულ ბაზარზე მყარად დაფუძნდეს და ფეხი წარმატებით მოიკიდოს?
ჩვენი გეგმა უახლოესი მომავლისთვის ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდაა, რასაც ძირითადად დაეთმობა ჩვენი დაგეგმილი სარეკლამო კამპანიები და აქტივობები. გვჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ქართველი მომხმარებელი პირველად დააგემოვნებს მილას პროდუქციას, ნდობისა და სტაბილური ერთგულების მოპოვებაც მარტივი იქნება, რადგან ჩვენი თითოეული მესიჯი სრულად ასახავს რეალობას. შეუდარებელი ხარისხის, გემოსა და ფასის ის ბალანსი, რომელიც მილას პროდუქციას აქვს, ბაზარზე ამ მომენტში უკონკურენტოა.
საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მომხმარებელმა უნდა მიიღოს, თუმცა ჩვენ დარწმუნებით გვჯერა, რომ მილა ქართული ბაზრისთვისაც ძალიან მალე იქცევა ხარისხის ახალ ნიშნად და თამასად!
[პარტნიორის კონტენტი]