in

ნახეთ: ფერებით სავსე ემოციური ილუსტრაციები

მილაგროს პიკოს ილუსტრაციებს სურნელი რომ ჰქონდეს, მისი თვალისმომჭრელი ნამუშევრები აუცილებლად ტკბილ-მწარე იქნებოდა. მისი ხელოვნება სავსეა სასიყვარულო თუ მტრულ ურთიერთობებში ჩაფლული პერსონაჟებით. გრძნობების ამ უცნაურმა ნაზავმა განაპირობა ისიც, რომ მილაგროს პიკომ ხელოვნების ენით დაიწყო სამყაროსთან დიალოგი.

BOG
BOG

თავდაპირველად მხატვრის პროფესიაზე არ ფიქრობდა, თუმცა ბავშვობიდან გარშემორტყმული იყო ხელნაკეთი ნივთებით, მძივებითა და სანთლებით. როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვობაში თავისი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვაზე ოცნებობდა და უბრალო ხელოსნობა სურდა. თუმცა მოგვიანებით დედამ უბიძგა საკუთარ თავში მხატვრის ნიჭი აღმოეჩინა და განევითარებინა.

თავდაპირველად მილაგროს პიკო გრაფიკულ დიზაინს სწავლობდა, რისი გავლენაც აშკარაა მხატვრის შემოქმედებაზე. „თუმცა ხატვა სხვა ამბავი იყო. ეს არის აქტივობა, რომელსაც კონკრეტული შედეგის მოლოდინის გარეშე ვაკეთებდი. უამრავი ნახატი შევქმენი, რომელთა სტილზეც არ დავფიქრებულვარ. ვფიქრობ, ვისწავლე გართობა და დიზაინის პრინციპებისგან მხატვრობის დიფერენცირება“, — აღნიშნავს მხატვარი.

მისი ილუსტრაციებში გამოყენებულ ფერებზე საუბრისას, გარკვეულწილად რთულია გაცნობიერება, რომ მილაგროსი თავდაპირველად შავ-თეთრი კალმებით მუშაობდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ სურდა, ნახატები მეტად თავისუფალი ყოფილიყო, ხიბლავდა მრავალფეროვნება და სილაღე. ასევე ყოველთვის იზიდავდა ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები და ემოციები.

„ვცდილობთ, სიტყვებით გამოვახტოთ ემოციები და დავრწმუნდეთ მათ მართებულობაში, მაგრამ გრძნობები ყოველთვის პოულობენ გამოსავალს ხმის ტონით, მზერით, შეხებით, ხანგრძლივი დუმილითა და განწყობის უეცარი ცვლილებით. მე მსიამოვნებს, როდესაც ადამიანებს ბოლომდე არ ესმით რა ხდება ჩემს ნახატებში და ცდილობენ მის ამოხსნას“.

აღსანიშნავია, რომ მუსიკის სიყვარულიც დიდ როლს თამაშობს მის შემოქმედებაში. როგორც ამბობს, ხანდახან სიმღერებს ნახატებად თარგმნის. 

როგორ ვაქციოთ მარცხი სუპერ ძალად?

როგორ განაახლოთ თქვენი პერსონალური ბრენდი