in

ფერწერული ნამუშევრები ნაყინის ბრენდის ვიზუალურ იდენტობად იქცა

იტალიური ნაყინის ბრენდი Milano Ice Cream თავის ვიზუალურ იდენტობას მხატვრულ ელფერს მატებს — შეფუთვა ხელოვან ევგენ ფონ ბლაასის ნამუშევრებითაა შემკული. როგორც თავად იდეის ავტორები ამბობენ, ბრენდის ხედვა სცილდება მხოლოდ გემრიელობის აღქმას და სურს, ერთიანად განსაცვიფრებელი გამოცდილება შექმნას მომხმარებლებისთვის.

BOG
BOG

თითოეული შეფუთვა მინიატიურულ გალერას ჰგავს, სადაც ფუნჯის ოსტატური მონასმები და ამაღელვებელი სცენებია წარმოდგენილი. ცოცხალი პეიზაჟებით დაწყებული, მომხიბლავი პორტრეტებით დასრულებული, ნაყინის პაკეტები მთელ ამ მრავალფეროვნებას აერთიანებს — ეს არის კულინარიისა და ვიზუალური ესთეტიკის იდეალური სინთეზი.

JTI-ში თანამშრომლები თავად ადგენენ ბენეფიტების პაკეტს

Microsoft-მა Windows-ისთვის ვებაპლიკაციების ახალი მაღაზია ჩაუშვა