,,მეღვინეობა მილდიანი’’ მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს თავის მომხმარებელს. მეტი სიმარტივისთვის, ბრენდმა ცოტა ხნის წინ ვებგვერდი განაახლა, საიდანაც სხვადასხვა სახეობის ღვინის, ტრადიციული ქართული ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. თითქმის ყველა პროდუქტს თან ახლავს ინდივიდუალური ან უნივერსალური სასაჩუქრე მუყაოს ყუთი. შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე მიწოდება ხდება იმავე ან მომდევნო დღის განმავლობაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აპრილის თვეში ონლაინ გაყიდვებიდან შემოსული თანხა უკრაინელთა დასახმარებლად გადაირიცხება.





„მილდიანი” 1991 წელს დაარსებული ბრენდია, რომელსაც სათავეში ოთხი ძმა უდგას. კომპანიის ისტორია ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით იწყება და მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა თუ სირთულისა, წარმატებით მოღვაწეობს და დღემდე აგრძელებს განვითარებას. საოჯახო მეღვინეობა წლების განმავლობაში მრავალჯერ არის დაჯილდოებული ღვინის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე. „მილდიანის” პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იყიდება. კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახები მეღვინეობის სხვადასხვა ზონაშია გაშენებული და სრულად კონტროლდება ხარისხი პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე.
[R]










