2-4 ივნისს ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, WINEXPO 2023-ის ფარგლებში, ღვინის მე-13 საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, სადაც ჟიურის წევრები მოწვეულნი იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ა. შ. კონკურსზე წარდგენილი 300-მდე ღვინის ნიმუშიდან კი სულ 9 ოქროს მედალი და 3 ტროფი გაიცა.
საოჯახო მეღვინეობა მილდიანს 8 ღვინო ჰქონდა წარდგენილი და რვავე მათგანი მედლებით დაჯილდოვდა. მათ შორის სამ ღვინოს ოქრო, ხოლო ორ ღვინოს უმაღლესი ჯილდო — ტროფი გადაეცა.
გაგაცნობთ საოჯახო მეღვინეობა მილდიანის გამარჯვებულ ღვინოებს:
ოქრო და ტროფი — ხიხვი ქვევრი 2018
ოქრო და ტროფი — საფერავი რეზერვი 2013
ოქრო — ქისი ქვევრი 2015
ვერცხლი — მუკუზანი რეზერვი 2018
ვერცხლი — რქაწითელი ქვევრი რეზერვი 2018
ვერცხლი — წინანდალი რეზერვი 2018
ბრინჯაო — ხაშმის საფერავი პრემიუმი 2019
ბრინჯაო — ტვიში პრემიუმი 2021
საოჯახო მეღვინეობა მილდიანი 1991 წელს დაარსდა. მის სათავეში დღემდე ერთი ოჯახი დგას და მეღვინეობაც სწორედ მათი გვარის — მილდიანის სახელს ატარებს.
მეღვინეობა და საწარმო კახეთში, სოფელ წინანდალში მდებარეობს. აქ ღვინით დაინტერესებული ტურისტების მიღება, ღვინის დაგემოვნება, მეღვინეობის დათვალიერება და პროდუქციის შეძენაც არის შესაძლებელი.
თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებს, თუმცა ძალიან მალე საფირმო მაღაზიის გახსნაც იგეგმება, სადაც წარმოდგენილი იქნება პროდუქციის მრავალფეროვანი (100-მდე დასახელების) ასორტიმენტი.
[R]