in

რა არის „მილდრონატი“ და რა როლს ასრულებს ის ჩვენს ცხოვრებაში?

*სტატიაში მოცემული ინფორმაცია კომპანია Grindeks Georgia-ს წარმომადგენლებს ეკუთვნით და მას უცვლელად გიზიარებთ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ბევრ საქმეს ვუთმობთ ყურადღებას თუ ენერგიას, რომ ზოგჯერ გადაწვისა და გამოფიტვის წინაშე აღმოვჩნდებით. ეს ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირების ლოგიკური ნაწილია, რადგან შეუძლებელია, რესურსებს მუდმივად გავცემდეთ და მათ აღდგენაზე არ ვზრუნავდეთ. ექსპერტების აზრით კი, მელდონიუმის შემცველი მეტაბოლური პრეპარატები, როგორიცაა მილდრონატი, ადამიანებს ეხმარება, ფსიქიკურ და ფიზიკურ სტრესს გაუმკლავდნენ; ასევე, დაიცვას ისინი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების  განვითარების რისკისგან.

„გაზრდილი დატვირთვის პირობებში, მილდრონატი ახორციელებს ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაციას, გამორიცხავს უჯრედებში ტოქსიკური მეტაბოლური პროდუქტების დაგროვებას, იცავს მათ დაზიანებისგან; მას ასევე აქვს მატონიზირებელი ეფექტი. მისი გამოყენების შედეგად, ორგანიზმის წინააღმდეგობა სტრესის მიმართ და ენერგიის რეზერვების სწრაფად აღდგენის უნარი იზრდება“,განმარტავს Grindeks Georgia-ს დირექტორი, ნათია კიკვაძე.

ამავდროულად, ნათია დასძენს, რომ მისი ეფექტიანობა პირდაპირ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აისახება — კერძოდ, ზრდის  აქტივობას და ფიზიკურ გამძლეობას. ამ თვისებების გამო, მილდრონატი გამოიყენება,  ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამის შედეგია ისიც, რომ მისი დახმარებით, სპორტსმენები უმკლავდებიან უდიდეს ფიზიკურ სტრესს; ხოლო  სტუდენტები, ოფისის თანამშრომლები და მენეჯერები ფსიქიკური და გონებრივი დაძაბულობის შედეგად განვითარებულ სტრესს იხსნიან. თავის მხრივ, ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკსაც ამცირებს.

„ჩვეულებრივ, გაზრდილი დატვირთვის პირობებში, რაც დღევანდელ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, სწრაფად ხდება ორგანიზმის გამოფიტვა, მაგრამ პრეპარატ მილდრონატის გამოყენების შედეგად, ორგანიზმი ეჩვევა, მეტად გაუძლოს დატვირთვას, უფრო ოპტიმიზირებულად ხარჯოს ჟანგბადი და სწრაფად აღიდგინოს ენერგეტიკული  რეზერვები“,აღნიშნავს ნათია კიკვაძე.

ნათიას თქმით, ვინაიდან, მილდრონატი ორგანიზმში ბუნებრივად არსებული გამაბუტირობეტაინის სტრუქტურული ანალოგია, აქვს უნარი, გააუმჯობესოს ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემა; შედეგად, ყველა საპასუხო რეაქცია სწრაფდება, უმჯობესდება  საერთო მეტაბოლიზმი. „აქედან გამომდინარე, მილდრონატის გამოყენებისას იგრძნობა მატონიზირებელი ეფექტი — მეხსიერება უმჯობესდება, აზროვნების პროცესები ჩქარდება, ასევე სხეულის წინააღმდეგობა მავნე გარემო პირობების მიმართ იზრდება“.

როგორ შევინარჩუნოთ გონებრივი და ფიზიკური სიჯანსაღე ყოველდღიურობაში?

არაჯანსაღი კვება, სტრესი, ძილის ნაკლებობა — ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა იქონიოს გუნება-განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ საქმე არა თუ ჩვეულებრივ დაღლილობასთან, არამედ ასთენიასთან გვაქვს, მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მისი გამომწვევი ყველა მიზეზის აღმოფხვრაა საჭირო. პირველ რიგში, საჭიროა სწორი კვების დაწყება, მეტი დასვენება, ისეთი საქმეების გაკეთება, რომლებიც სამსახურთან ან ოჯახთან არ არის დაკავშირებული.

ხოლო რაც შეეხება მილდრონატის როლს, ნათია განმარტავს: „მასში შემავალი მელდონიუმის წყალობით, იგი იცავს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, ხელს უწყობს უჯრედებში ჟანგბადის უკეთეს მიწოდებას, მის ოპტიმალურ მოხმარებას და ამცირებს მიოკარდიუმის უჯრედების დაზიანების რისკს, ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ზრდის მამოძრავებელ აქტივობას და ფიზიკურ გამძლეობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრეპარატ მილდრონატ 250-ის გამოყენების შემდეგ ორგანიზმი მეტად ამტანი ხდება სტრესის მიმართ და უფრო სწრაფად აღადგენს ენერგიას“.

თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი გამოწვევა და მილდრონატის ეფექტი

ყოველდღიურად, თანამედროვე ადამიანებს სხვადასხვა ამოცანების შესრულება გვიწევს — უნდა ჩავაბაროთ ანგარიში სამსახურში, ძაღლთან ერთად გავისეირნოთ, წავიდეთ ვარჯიშზე, შევუკვეთოთ ვახშამი და ა. შ. ამასთან, ყველაფრის მოსწრება აუცილებლობად მიგვაჩნია. „თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ ძალა არაფრისთვის გვყოფნის და ერთადერთი, რისი სურვილიც გვრჩება. დიდხანს დასვენებაა. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი მილდრონატი 250 მგ გამოშვების ფორმა. მისი მიღება ეფექტიანია, როდესაც გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, ემოციურ გადატვირთვას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ფიზიკურ სისუსტეს“,გვიხსნის ნათია კიკვაძე.

მილდრონატის გავლენა მენტალურ მდგომარეობაზე:

აღსანიშნავია, რომ უამრავი ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით, სტატისტიკურად სარწმუნო მაჩვენებლიბით დადასტურებულია მილდრონატის შემდეგი ეფექტები მის მენტალურ სტატუსზე ზეგავლენის თვალსაზრისით:

  • მილდრონატს აქვს დადებითი თერაპიული ეფექტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის ყველა ძირითად კლინიკურ გამოვლინებაზე;
  • მილდრონატს აქვს დადებითი გავლენა შემეცნებითი ფუნქციებზე, რაც გამოიხატება გონებრივი აქტივობის ტემპის ზრდაში, ხანმოკლე და ოპერატიული მეხსიერების გაუმჯობესებაში, გონებრივი პროცესების ტემპის ზრდაში და მეხსიერების გაუმჯობესებაში;
  • მილდრონატით მკურნალობა ამცირებს რეაქტიული და პიროვნული შფოთვის დონეს;
  • მკურნალობის დროს პაციენტების ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლები მილდრონატის ფონზე მკვეთრად  იზრდება, ფიზიკური და გონებრივი აქტივობების გაუმჯობესების ხარჯზე.

„მთლიანობაში, მილდრონატის გავლენით მკვეთრად უმჯობესდება პიროვნების ცხოვრების ხარისხი, შრომისუნარიანობა და მენტალური სფერო“, — ამბობს ნათია კიკვაძე.


*გამოყენების წინ აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს!

[R]

როგორ დასრულდა პირველი საჰაერო ბურთის აფრენა?

ეს ჭრილობის სახვევი ინფექციაზე ფერის შეცვლით რეაგირებს