in

სავარაუდოდ, ზეტ თაობა და მილენიალები 2024 წელს სამსახურს დატოვებენ — კვლევა

პანდემიამ რომ სამსახურებზე ჩვენი შეხედულებები შეცვალა, ამაზე, ალბათ, არც ბევრი საუბარია საჭირო. თუმცა ახლა Ernst & Young-მა Work Reimagined Survey შემოგვთავაზა — კვლევა 25 ინდუსტრიის 17 050 თანამშრომელზე ჩაატარა, რაც 20 ქვეყანასაც მოიცავს. ასე კი მნიშვნელოვანი სხვაობა აღმოაჩინა იმაში, რაც დასაქმებულებს სურთ და რასაც მათ დამსაქმებლები სთავაზობენ. ამ მიგნებებიდან კი მთავარს გაგიზიარებთ:

  • მეტად სავარაუდოა, რომ თანამშრომელთა ⅓ ანუ 34% მომავალი წლისთვის სამსახურიდან წამოვა — უფრო კონკრეტულად, ზეტ თაობის 38% და მილენიალთა 37% ამბობს, რომ სამსახურიდან წამოსვლა სურთ. ისინი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ანაზღაურებას ასახელებენ მაშინ, როცა დამსაქმებლები ამ ფაქტორს თანამშრომლის მოზიდვისა თუ შენარჩუნების ფაქტორებში მესამე ადგილზე აყენებენ.
  • სახლიდან მუშაობა კვლავ საკამათოა — კომპანიების 47%-ს სურს, თანამშრომლებმა კვირაში სულ მცირე 2 ან 3 დღე იმუშაონ ოფისიდან, მაგრამ დასაქმებულთა ნახევარს ეს მხოლოდ კვირაში ერთი დღე უნდა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ 34%-ზე, რომელიც დისტანციურად მუშაობის მომხრეა. 
  • გენერაციული AI ახალი ნორმაა — თანამშრომელთა 49% მოელის, რომ მომდევნო თვიდან მუშაობისას ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. 84%-ს AI ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, AI ტრენინგებს დამსაქმებლების მხოლოდ 22% და დასაქმებულების 17% ანიჭებს პრიორიტეტს. 

მკვლევრების თქმით, ხელმძღვანელებმა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის არსებულ ხარვეზს შესაძლებლობასავით უნდა შეხედონ, რათა ახალი სიცოცხლე მისცენ თავიანთ სამუშაო ძალის სტრატეგიას, განვითარდნენ ტექნოლოგიურად, გახდნენ მეტად სწრაფები და ფოკუსიც ადამიანებისკენ მიმართონ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და iSpace-ის კოლაბორაცია ბიზნეს შეხვედრების გასაუმჯობესებლად

ვაიბი — ახალი სამუშაო სივრცე სრული კომფორტით