in ,

მილიონი “იმედის მონეტა” დაკარგული ბავშვების საპოვნელად

დაკარგულ ბავშვთა ორგანიზაცია Child Focus-მა, კომპანია Wunderman-ის ხელშეწყობით, ორევროიანებზე არაკომერციული სოციალური რეკლამა განათავსა და “იმედის მონეტა” უწოდა.

BOG
BOG

მონეტაზე 1996 წელს დაკარგული 2 წლის ბიჭუნა ლაიამ ვანდენ ბრანდენის დღევანდელი სავარაუდო ვიზუალი არის წარმოდგენილი. ეს არის ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის პოვნა წლების შემდეგაც ვერ შეძლეს. თუმცა, მონეტების გამოშვება მხოლოდ ლაიმის პოვნას არ ისახავს მიზნად.

 

 

 

ევროპის ქვეყნებში, ყოველ ორ წუთში ერთი ბავშვის დაკარგვის ამბავი ვრცელდება. მსგავსი ეფექტური კამპანიების საშუალებით კი ამ თემაზე ცნობადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.

მილიონი მონეტა რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ ევროპაში კიდევ 508 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ინფორმაციის გასავრცელებლად მხოლოდ მონეტები არ არის საკმარისი. ამიტომ, Wunderman-მა გაავრცელა ბეჭდური და რადიო რეკლამებიც, ქუჩებში ბანერები გააკრა, სოციალურ ქსელში წამოიწყო კამპანია ჰეშთეგით #CoinsofHope და შექმნა სპეციალური ვიდეორგოლი, სადაც ადამიანური ემოციების საშუალებით, შეგვიძლია დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის, რაც შეიძლება მეტი, ადამიანისთვის მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს დაკარგულ ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, Child Focus-მა და Wunderman-მა იმედის მონეტების გამოშვება სწორედ ამ დღეს დაამთხვიეს.

 

 

 

ცათამბჯენი, მძლავრი მტვერსასრუტები და ბევრი ადრენალინი – LG-ის ექსტრემალური ექსპერიმენტი

ალპინას ფერთა სამყარო – რეკლამა, რომლითაც იამაყებთ რომ დამზადდა საქართველოში