in

ამ მილირობოტს სხეულში ცურვა და საჭირო წამლების მიწოდება შეუძლია

მედიკამენტები ხშირად ტკივილის სპეციფიკური უბნებისთვის არ არის შექმნილი… ამიტომ, ბიოსამედიცინო მკვლევრებმა იმ მეთოდების ძიება დაიწყეს, რომლებიც კომპლექსური სამედიცინო პრობლემებისთვის, კერძოდ კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის წამლების მიზანმიმართულად მიწოდებისთვისაა განკუთვნილი. მილირობოტი კი ამ სფეროს განვითარების კარგი მაგალითია. 

როგორც ამბობენ, მჭიდრო ადგილებზე ცოცვის, ბრუნვისა და ცურვის უნარით, მისიის შესასწავლად ან მედიკამენტების გავრცელების მიზნით, ეს ფრჩხილის ზომის რობოტები მედიცინაში მომავალი სიცოცხლის გადამრჩენები გახდებიან. 

რენე ჟაო ინჟინერ-მექანიკოსია, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში მსგავსი ტიპის კვლევებს ხელმძღვანელობს და ერთდროულად რამდენიმე მილირობოტის დიზაინს ავითარებს, მათ შორისაა მაგნიტური მცოცავი რობოტი, რომელიც ჩვენს მუცელში გადაადგილდებოდა. მის რობოტებს შეუძლია სხვადასხვა ლოკომოტივის მდგომარეობა თავადვე აირჩიოს და სხეულში არსებული დაბრკოლებებიც გადალახოს, აღჭურვილია მაგნიტური ველებით, რაც მას უწყვეტი მოძრაობის საშუალებას აძლევს. ჟაოს გუნდმა უბრალოდ მაგნიტური ველის მიმართულებისა და სიძლიერის შეცვლით აღმოაჩინა გზა, რომლითაც რობოტის გადაადგილება სხეულის დისტანციებზე ერთ ნახტომში 10-ჯერ მეტი სიგრძით არის შესაძლებელი.

ეს არის ყველაზე ძლიერი და მრავალფუნქციური რობოტი, რომელიც ოდესმე გაგვიკეთებია, — აცხადებს ჟაო.

ახალი მბრუნავი უკაბელო ამფიბიური ორიგამის მილირობოტი ისეთივე მრავალფუნქციურია, როგორც მისი სახელი გვეუბნება. ელეგანტურად შემუშავებული ერთეულია, რომელსაც ორგანოს გლუვ და არათანაბარ ზედაპირებზე სწრაფად გადაადგილება შეუძლია, ცურავს სხეულში არსებულ სითხეებში და უსადენოდ მოძრაობს თხევადი მედიკამენტების ტრანსპორტირებისას. გადაყლაპული აბებისგან ან ინიექციური სითხეებისგან განსხვავებით, ეს რობოტი მედიკამენტს იქამდე აჩერებს ორგანიზმში, სანამ მიზანს არ მიაღწევს და მაღალი კონცენტრაციის წამალს გამოუშვებს. 

ხოლო როგორც ინჟინერი, ჟაო უმარტივესი, მაგრამ მრავალფუნქციური სტრუქტურების განვითარებას ცდილობს. მისი ამფიბიური რობოტი კი ამ მისიას ასახავს, რადგან გუნდი შთააგონა, უფრო სრულად განეხილათ ის გეომეტრიული მახასიათებლები, რომლებიც პრიორიტეტად ჯერ სხვა ორიგამის რობოტების მკვლევრების მიერ არ ქცეულა. 

ჩვენ დავიწყეთ იმის ყურება, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთმანეთის პარალელურად, ეს ამ სამუშაოს უნიკალური წერტილია და მას ბიოსამედიცინო სფეროში ფართო პოტენციალიც აქვს, — ამბობს ჟაო. 

ცაში აფრენილი სტეფანე — ზუმერის ახალი საზაფხულო კამპანია

ლონდონის ეროვნული გალერეის ნამუშევრებს Roblox-ში იხილავთ