in

როგორ გამოვიყენოთ ომის ისტორიიდან მიღებული გაკვეთილები კრიზისის მართვაში?

პანდემიის სირთულეებთან პირისპირ დადგომა ბევრ ისეთ პროფესიონალს მოუწია, რომლებსაც კრიზისის მართვის გამოცდილება იქამდე არ ჰქონიათ. ინფორმაცია იცვლება ყოველდღიურად, მარაგები, ხშირად, შეზღუდულია, გადაწყვეტილების დროულად მიღებას კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფრის ფონზე, ისმის კითხვა, მაინც საიდან შეუძლიათ პასუხების მიღება კრიზისთან შეპირისპირებულ ლიდერებს? როგორც აღმოჩნდა, სასარგებლო გაკვეთილების მიღება ომის ისტორიიდანაა შესაძლებელი. ომის დროს, ლიდერები უამრავ გამოწვევას ერთდროულად უწევდნენ წინააღმდეგობას, რაც დღევანდელი სიტუაციისთვის საინტერესო დაკვირვების საშუალებას იძლევა:

pasha-statiebi
pasha-statiebi

იყავით მტკიცე. ბევრი ბიზნეს ლიდერი ისეთ რთულ გამოწვევებს გადის, რაც აქამდე არასოდეს უნახავთ. არსებული რეალობა რესტრუქტურიზაციის აუცილებლობისაკენ მიგვანიშნებს. მილიონობით ადამიანი კარგავს სამსახურს. ბიზნეს ლიდერებს ახლა ბევრი რამის სწავლის საშუალება აქვთ და პირველი მათ შორის არის: არ ჩაიციკლოთ დანაკარგებზე. მაგალითად, 1812 წელს, მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა, ფელდმარშალმა მიხეილ კუტუზოვმა იცოდა, რომ სტრატეგიულად გამართლებული იყო, რომ დაეტოვებინა მოსკოვი ფრანგებისთვის, რომლებიც გზადაგზა ყველაფერს ძარცვავდნენ და წვავდნენ და თანდათან დედაქალაქისკენ მიიწევდნენ. ეს უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ გადაჯგუფების შედეგად, უფრო მეტი ძალით შეეტია ნაპოლეონისთვის.

იყავით ბრძოლის ველზე. დიდებული სამხედრო ლიდერები მხარდამხარ იბრძვიან თავიანთ ჯარისკაცებთან ერთად, როგორც ჰანიბალი მეორე პუნიკურ ომში. ამბობენ, რომ ჰერცოგმა ველინგტონმა შენიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჯარისკაცებისთვის ნაპოლეონის ბრძოლის ველზე ყოფნა.

იყავით მოქნილი. 1940 წელს, როდესაც უინსტონ ჩერჩილი გახდა პრემიერ-მინისტრი, ის თავს დაესხა ბრიტანეთის ნელ საომარ ბიუროკრატიას, წითლად დაწერილი სლოგანით Action This Day, რასაც ჩერჩილი თან ურთავდა მის მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს.

ნაპოლეონი ცნობილი იყო მისი კონცენტრირებული დაგეგმარებითა და დროის მენეჯმენტით. თუმცა, ველინგტონმა ნაპოლეონს ვატერლოოსთან მოქნილობით სძლია.

მართეთ თავდაჯერებულად. განწყობა ყველაფერია. პანდემიის დროს, დაქირავებული ადამიანები და მათი ოჯახები ფრონტის წინა ხაზზე მოექცნენ, ასევე მოუვიდათ ხელმძღვანელებსაც. დიდმა სამხედრო ლიდერებმა კარგად იციან, როგორ უნდა მართონ თავდაჯერებულად და ოპტიმიზმით. აგინკორტში, მაშინ, როცა ბევრი სხვა მეთაური უკანდახევას ამჯობინებდა, საკუთარ სტრატეგიაში თავდაჯერებულობამ და ახალმა ტექნოლოგიებმა ჰაინრიხ V-ს უბიძგა შერკინებოდა სამჯერ დიდ არმიას. ის სრულად ენდო თავის გუნდს და მოიპოვა კიდეც გამარჯვება.

ეკონტაქტეთ და შთააგონეთ. კარგმა მეთაურებმა კარგად იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას ომის პერიოდში. “ჩერჩილმა ინგლისური ენა მოიკრიბა და საომრად გაუშვა” – წერდა CBS-ის კორესპონდენტი ედუარდ ერ მურროუ. ნაპოლეონი ყოველდღიურად წერდა სამოტივაციო გზავნილებს და მათ საჯარისო დანაყოფებს უგზავნიდა, ამგვარად უმაღლებდა განწყობას. თუმცა, ზედმეტი კომუნიკაციაც პრობლემაა.

დაასვენეთ ჯარისკაცები. სამხედრო ლიდერებმა შეიძლება არ დაიცვენონ – მეორე მსოფლიო ომის დროს, მთელი ექვსი წლის მანძილზე, ჩერჩილმა მხოლოდ 8 დღიანი შვებულება აიღო და ამ დღეებშიც საქმისთვის არ დაუნებებია თავი. ვატერლოოზე, ველინგტონს 90-საათიანი ბრძოლის დროს, მხოლოდ 9 საათი ეძინა. თუმცა, ჯარისკაცებს სჭირდებათ დასვენება, საკვები, ანაზღაურება და გართობაც კი. რევოლუციური ომის დროს, ვაშინგტონმა სრულიად დააიგნორა კონგრესის მოთხოვნა, შეეტია ბრიტანელებისთვის ფილადელფიაში და გადაწყვიტა ფორგის ველზე შეესვენებინა ჯარი. იგივე მიდგომა მნიშვნელოვანია ახლაც – შეიძლება ბიზნეს ლიდერებმა არ დაისვენონ, მაგრამ უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების სიმშვიდე და დასვენება, არ უნდა შეზღუდონ მათი არასამსახურებრივი დრო და შვებულებაც არ დაინანონ.

და ბოლოს, მმართველობითი ლიდერშიფის გულში სტრატეგია ბუდობს. თავად ეს სიტყვა “სტრატეგია” მოდის ბერძნული ფესვებიდან – “სტრატეგოს”, რაც გენერალს ნიშნავს. ახლა, როდესაც ლიდერები ფრთხილად და ნელი ნაბიჯებით კვლავ იწყებენ ბიზნესების ამუშავებას, ცდილობენ მოტივაცია აუმაღლონ გუნდს, მნიშვნელოვანია გაიაზრონ, რა ისწავლეს კრიზისის პერიოდში და მენეჯმენტის ეს ახალი პარადიგმა სწორედ ახლა გამოიყენონ.

 

წყარო: HBR



პირველი ოქრო! Windfor’s Kyiv-ის გუნდი Young Lions 2021-ზე მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს!

რუსუდან თელია

რუსუდან თელია – #პირველისამსახური