in

რძის კომიქსებიანი ბოთლის დიზაინი, როგორც ბავშვების წახალისების მცდელობა

საიდუმლო არ არის, რომ ბავშვების ჯანსაღად კვება ზოგჯერ სირთულეებთან ასოცირდება — თითქოს, მაგიური „შელოცვა“ ადევს ყველაფერ სასარგებლოს და პატარებსაც რატომღაც არ მოსწონთ მათი გემო. კვლევების მიხედვითაც, ბევრ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 65% არ იცავს რეკომენდებულ კვებით ბალანსს, მათ შორის არ იღებს რძის ყოველდღიურ დოზას.

BOG
BOG

ამ საკითხს იაპონიაში შემოქმედებითი გადაჭრა მოუძებნეს — კერძოდ, ბრენდ Seki Milk-ისთვის კრეატიულმა სააგენტო Ogilvy-მ კომიქსებით მოხატული ბოთლი შექმნა. თუმცა ილუსტრაციები და წარწერები მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება მინაზე, რაც რძეს მიირთმევენ. მანგას 10 უნიკალური სიუჟეტი თემატურად შეარჩიეს ბავშვებზე მორგებულად და შედეგიც შესაბამისი იყო — მოზრდილთა 95%-მა ბოლომდე დალია რძე, რათა ილუსტრაციებით გამოწვეული ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინათ.

რეალურად, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კრეატიულობის ძალის გამოყენება ყველაზე რთული გამოწვევების გადასაჭრელად…

როგორ გვეხმარება დეპოზიციონირება კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში?

თვითმომსახურება – ყველაფერი მარტივადაა! – SOCAR Georgia Petroleum-ის ახალი ვიდეორგოლი