in

„სანტინოს“ ინტერაქტიული აპლიკაცია – Milk.ge

http://milk.ge  – ინტერაქტიული აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლის ინფომირებისთვის შეიქმნა.

“სანტე ჯი ემ თი პროდუქტების” გენერალური დირექტორის მოადგილის ერეკლე გამყრელიძის თქმით, აპლიკაციაში ასახულია ის ტექნიკური ეტაპები, რომელსაც გადის რძე ჩაბარების პუნქტიდან მზა პროდუქტამდე.

sante2ერეკლე გამყრელიძე: თავისთავად პროცესი ძალიან რთული და შრომატევადია. უამრავი ადამიანია ჩართული იმაში, რომ პროდუქტი მუდმივად ახალი და ნატურალური იყოს.

თვითონ აპლიკაცია უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული. გვინდოდა, milk.ge ყოფილიყო ინტერაქტიული და ამავდროულად გადმოეცა სრული ინფორმაცია „სანტინო“-ს პროდუქტების დამზადების შესახებ.

რაც მთავარია, უნდა ყოფილიყო მომხმარებლისთვის ადვილად აღსაქმელი. აპლიკაცია კომპანია flash design studio-მ დაამზადა.

რა მიზნით შეიქმნა აპლიკაცია?

გვსურდა, მომხმარებლისთვის გაგვეცნო მსოფლიოში ძალიან აპრობირებული კონცეფცია ე.წ. „from farm to fork”. მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ ნახოს ყველა ის ეტაპი, რომელსაც გადის მისი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. გვინდოდა გვეჩვენებინა, რამხელა ჯაჭვია, რომ პროდუქტის ხარისხი იყოს სტაბილურად მაღალი. აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლები დაინახავენ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილ პროდუქციაში გადახდილი თანხის უდიდესი ნაწილი მიდის გლეხებთან, რომლებიც ყოველდღიურად გვაწოდებენ რძეს „სანტინო“-ს პროდუქციის დასამზადებლად და ეს, ფაქტობრივად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები გლეხების ერთადერთი შემოსავალია. შარშან წლის განმავლობაში, დაახლოებით, 8 მილიონი ლიტრი ჩააბარეს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მაქსიმალურად ვეცადეთ, აპლიკაციაში მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია დაენახა.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რძის პროდუქტები არ მზადდება ნატურალური რძისგან. „milk.ge”-ს შექმნა ამის ერთგავრი განმარტება ხომ არ იყო?

რა თქმა უნდა. გვინდოდა იმის აქცენტირებაც, რომ „სანტინო“ ნატურალური ქართული რძისგან ნაწარმოები ერთადერთი ბრენდია საქართველოში. პროდუქტი არის უსაფრთხო, გადის მკაცრ კონტროლს და ეს სტადიები სრულად ჩანს აპლიკაციაში ვიზუალური და ტექსტური სახით. „სანტინოს“ მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გვინდა, ეს ზრდა იყოს ორგანული და მომხმარებელი აბსოლიტურად დარწმუნებული იყოს, რომ საუკეთესო ხარისხის პროდუქტით კვებავს ოჯახის წევრებს.

„milk.ge” -ზე მიბმულია გათამაშებაც. . .

მაქსიმალურად ვეცადეთ, აპლიკაცია ყოფილიყო ინტერაქტიული. ამიტომ, დაკვირვებულ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ გახდნენ სანტინოს კლუბის წევრები. ეს ექსკლუზიური კლუბი იქნება და დაკომპლექტდება იმ ადამიანებით, რომლებიც წარმატებით გაივლიან ვიქტორინას. კლუბის წევრები ისარგებლებენ პრივილეგიით მიიღონ მონაწილეობა ბრენდის კონცეფციის შექმნაში, პირველებმა გასინჯონ „სანტინოს“ ყოველი ახალი პროდუქტი, ჩაერთონ პროდუქტის დიზაინის შექმნაში, გაიარონ აპლიკაციაში ასახული პროცესი, გაეცნონ პროდუქტის დამზადების ყველა ეტაპს.

ამ კუთხით აქტივობები კიდევ გაგრძელდება თუ არ მიიღებს კამპანიის სახეს და „milk.ge” და გათამაშება მხოლოდ ერთჯერადი აქტივობაა?

ეს არ არის ერთ ეტაპიანი აქტივობა. კლუბის წევრობა ხანგრძლივი პროცესია და გრძელდება იქამდე, სანამ თვითონ მონაწილე არ იტყვის უარს მონაწილეობაზე. პერიოდულად მოხდება კლუბის წევრების განახლება და ახალი წევრების დამატება. ჯერ-ჯერობით ეს საპილოტო ვერსიაა. იგეგმება გაფართოება. „სანტინოს“ მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ამიტომ თავისთავად ეს ზრდა კლუბზეც აისახება და წარმატების შემთხვევაში, პერიოდულად სხვა აქტივობებიც დაემატება.

გარისკე ყველაფერი – ნაიკის ახალი რეკლამა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

გიორგი პაპასკირი – Milan Expo 2015-სთვის ემზადება