არსებობს თუ არა ნაზი მთები? ალპური ნაზი რძიანი შოკოლადი მილკა ამბობს, რომ არსებობს და მოამზადა “სინაზის ტრასა” კურორტ გუდაურში, სადაც სტუმრებს ექნებათ საშუალება, სიამოვნება მიიღონ სრიალით და იგრძნონ მილკას მზრუნველობა.


როგორც კომპანიაში ამბობენ ტრასიდან ჩამოსრიალებისას მაშინვე მილკას ნაზ სამყაროში აღმოჩნდებით, სადაც შოკოლადის მრავალფეროვანი გემოთი და ცხელი სასმელებით გაგიმასპინძლდებიან. ასევე შეგეძლებათ დაისვენოთ მილკას ტერიტორიაზე და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები მთის მწვერვალების ფონზე.


“ალპური მთების სინაზის სეზონი გახსნილია! მილკა გელოდებათ მეგობრებთან, ოჯახთან და ბავშვებთან ერთად!”
[R]











