in

შოკოლადი, რომელმაც ყველას გული მოიგო- Milka-ს წარმატების ისტორია

Milka ის ბრენდია, რომელიც ინარჩუნებს თავის, როგორც ფავორიტი ევროპული შოკოლადის ბრენდის რეპუტაციას 1900 წლიდან. ეს ის შოკოლადია, რომელიც უყვარს ჯენზისაც და ჩვენი დიდი ბებიების თაობებსაც. ფართო მარკეტინგული კამპანიებისა და დასამახსოვრებელი ბრენდირების წყალობით, ის ადრეული წლებიდანვე გახდა პოპულარული და ამ პოზიციას დღესაც ინარჩუნებს. ძროხა, სახელად „ლილა” გერმანული ბრენდის სიმბოლოა, რომელმაც შოკოლადის მოყვარულების გული მოიგო.

istoriebi
istoriebi

Milka-ს შემქმნელი

შვეიცარიელმა შოკოლადის მწარმოებელმა, ფილიპ სუკარდმა, გერმანიაში 1901 წელს გამოუშვა რძის ფხვნილზე დამზადებული პირველი შოკოლადი. მანამდე, შვეიცარიაში, მან თავის სახელზე დააარსა შოკოლადის კომპანია, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა გერმანიაში და მალე გახდა გერმანელი ხალხის საყვარელი ტკბილეული. 

სამწუხაროდ, ფილიპმა ბოლომდე ვერ მოასწრო საკუთარი წარმატებით ტკბობა, რადგან იგი მალე გარდაიცვალა. მისი კომპანია კი ფილიპის სიძის, კარლ რასის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც პირველი რძიანი შოკოლადი გამოუშვა, სახელად Milka.

ინგრედიენტები, რომლებმაც განაპირობეს წარმატება

Milka-ს წარმატება და პოპულარობა დიდწილად ეფუძნება მის ინგრედიენტებს. ბრენდი ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ისინი იყენებენ მხოლოდ იმ ძროხების რძეს, რომლებიც იკვებებიან ალპური ბალახით.

პოტენციური მომხმარებლებისთვის ეს მნიშვნელოვანი დეტალი იყო შოკოლადის დამზადებაში. მათთვის ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი უფრო ჯანსაღი, მაღალი ხარისხის რძით არის დამზადებული. Milka-ს შოკოლადები ძირითადად მზადდება სამი ინგრედიენტით: კაკაოს მარცვლები, 100% ალპური რძის ფხვნილი და შაქარი, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ Milka-ს მრავალი განსხვავებული გემო აქვს, ყველანაირ გემოვნებაზე მორგებული.

სახელწოდება

Milka მარტივი სახელია, რომელიც გერმანულ სიტყვებს აერთიანებს: „milch”, რაც ნიშნავს რძეს და „kakao”, რაც ნიშნავს კაკაოს. თავდაპირველად პროდუქტს ეწერა „Milka Suchard’s”, შემდეგ კი შემოკლდა. აღსანიშნავია, რომ სახელწოდება შეირჩა საგანგებოდ, რადგან ყველა მოყვარულს აინტერესებს რძისა და კაკაოს კომბინაცია, ამიტომ ბრენდის სახელად Milka-ს არჩევა პირდაპირ სამიზნე აუდიტორიაზე იყო მიმართული.

ბრწყინვალე მარკეტინგი

არ იქნება გაზვიადებული, თუ ვიტყვით, რომ ძლიერი მარკეტინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრენდის მრავალწლიან წარმატებაში. ფართო და სწორი მარკეტინგის მეშვეობით, ბრენდმა თავიდანვე მოიპოვა პოპულარობა და დაიმსახურა როგორც ერთგულება, ისე ნდობა.

თავიდან, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბრენდი პირველად გამოჩნდა ბაზარზე, სარეკლამო მიზნებისთვის იყენებდნენ მანქანებსა და ფასადებს. თუმცა ამის გარდა ბრენდმა გამოიყენა ყველა ატრიბუტი, რომელიც დაკავშირებული იყო პროდუქტთან, მათ შორის შეფუთვა, პლაკატები, ღია ბარათები და საკოლექციო სურათები.

მარკეტინგული კრახი

დიდხნიანი წარმატების გარდა, ბრენდის ისტორიაში მარკეტინგული კრახიც ფიქსირდება. 2019 წელს Milka-ს შოკოლადის რეკლამაზე იყო გოგონების კასტინგი, რომელზეც ინფორმაცია ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრენდი გააკრიტიკეს ისეთი მოთხოვნების გამოყენების გამო, როგორიცაა: „კანდიდატი უნდა იყოს ანგელოზივით ლამაზი”, „თვალისა და თმის ფერი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ წითურები ნუ გამოგვეხმაურებით”, „ჭარბწონიანები ნუ გამოგვეხმაურებით” და ა.შ.

გასაკვირი არ არის, რომ განცხადებას აუდიტორიის ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა. ადამიანების უმეტესობამ ეს შეურაცხმყოფელი მოთხოვნები დისკრიმინაციად მიიჩნია. ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ბრენდის რეპუტაციისთვის. ყველამ ვიცით, რომ მსგავს შემთხვევებში ბრენდს ბოდიშის გარდა სხვა არაფერი რჩება. საბოლოოდ, მათ საჯარო ბოდიში მოიხადეს.

ჭკვიანური კოლაბორაცია

მიუხედავად ზემოხსენებული კრახისა, ბრენდი, საერთო ჯამში, ჭკვიანურმა გათვლებმა შექმნა. ერთ-ერთი ასეთია მისი კოლაბორაცია Oreo-სთან. ყველასთვის საყვარელი ორი ტკბილეულის კომბინაციამ მრავალი ადამიანის გული მოიგო. პირველად მათი ერთობლივი პროდუქტი, შოკოლადი ორეოთი 2016 წელს გამოვიდა და მას მერე იწარმოება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ Oreo არ არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც შერწყმულია Milka-სთან. 2008 წლიდან Milka იყენებს co-branding-ის სტრატეგიას და საინტერესო პროდუქტებს ქმნის ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიცაა: Philadelphia, Tassimo, Tuc და სხვა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სრულად ელექტრო VOLVO EC40-ზე 30000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს- „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური შეთავაზებები

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack „საზაფხულო“ აქციებს იწყებს!