in

„მილკას” დიდი საახალწლო საჩუქარი ცნობილია

და აი, ისიც! როგორც იქნა, გაირკვა, რა დევს „მილკას” დიდ იასამნისფერ სასაჩუქრე ყუთში, რომელიც ისთ ფოინთის მიმდებარედ 22 დეკემბერს გამოჩნდა!

რა გაუხარდებოდა საახალწლო სამზადისში ჩართულ, მოლში მოფუსფუსე მომხმარებელს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, მილკას გემრიელი, ყველაზე ნაზი შოკოლადებით სავსე დიდი ნაძვის ხე!

თუ ამ დღეებში ისთ ფოინთში შემოივლი, შეგიძლია, შენც ნახო მილკას ჯადოსნური ნაძვის ხე, გადაიღო ფოტოები და მისი უგემრიელესი შიგთავსიც დააგემოვნო – ყველაზე ნაზი შოკოლადი, რომელიც ასე უხდება საახალწლო განწყობას – მილკა.

სწორედ ასე გადმოგვცემს ბრენდი თავის მთავარ გზავნილს – მილკა გვჩუქნის მეტ სინაზეს ამ საახალწლოდ.

და ეს ყველაფერი არ არის. ჩვენი საყვარელი ბრენდისგან კიდევ ერთი საჩუქარი მომხმარებლებმა უკვე მიიღეს და ეს შენც შეგიძლია.

მილკასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საახალწლო განწყობა და ემოციები, რასაც ერთმანეთს გადავცემთ საჩუქრების ჩუქების დროს.

ამიტომაც, თუ საჩუქრისთვის მშვენიერ და თანაც ნაზ შეფუთვას ეძებ, შეგიძლია, მიხვიდე ისთ ფოინთში, ცენტრალურ მოედანზე, ნაძვის ხის მიმდებარედ და მილკას წარმომადგენლები შენს საჩუქარს, ულამაზესი შეფუთვით, სრულიად უსასყიდლოდ გაგიფორმებენ. მოდი ისთ ფოინთში და აიმაღლე სადღესასწაულო განწყობა!

აჩუქე სინაზით, მილკასთან ერთად!

[R]

ბედნიერება სულ მოდაშია! – „კოსმოს“ კამპანია

ემბისის კორპორაციული მდგრადობა