13
სექ
2017

ფიტნეს ცენტრ “წრეს” ბრენდინგი, რომელზეც სააგენტო “მილენიალ ჰაბმა” იმუშავა

13 სექ 2017

დაახლოებით, 10 თვის წინ, სტრატეგიული ბრენდინგ საატენგო “მილენიალ ჰაბთან” თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ფიტნეს ცენტრი “წრე”. როგორც სააგენტოში გვიამბეს, მათი მიზანი განსხვავებულად პოზიციონირება იყო, რაც ვარჯიშის მოყვარულებს კიდევ უფრო მეტად დააახლოვებდა ფიტნესთან. “წრეს” კონცეფციაზე “მილენიალ ჰაბის” დამფუძნებელს რეზო ჩარკვიანს ვესაუბრეთ.

BOG PLUS

M: რა არის და ვისთვის არის “წრე”?

“წრე” ახალი ფიტნეს ცენტრის ბრენდია, რომელიც ორიენტირებულია მის გარშემო პროგრესული ადამიანების აქტიური ცხოვრების წესის ხელშესაწყობად. მისია მარტივია: დავმუხტოთ ადამიანები ენერგიით, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში, ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად გამოიყენებენ.

M: რა იყო “მილენიალ ჰაბის” ამოცანა “წრეს” კონცეფციის შექმნისას?

ჩვენ ვეცადეთ თავი აგვერიდებინა ფასადური სარგებლისთვის, რომელსაც ყველა ფიტნეს ცენტრი გვპირდება და ხაზი გაგვესვა იმ რეალურ პოზიტიურ ცვლილებებზე რისი მოტანაც ვარჯიშს შეუძლია, მარტივად – ენერგია მთელი დღისთვის, დადებითად დამუხტვა, დადებითი ემოციები და სხვა. სწორედ ამიტომ კომუნიკაციასა და ბრენდის იდენტობაში უარი ვთქვით გამომწვევი ათლეტების ჩვენებაზე, რომელთანაც ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ აკავშირებენ თავს და რომელთაც უბრალოდ ყოველდღიური პოზიტიური ენერგიის მიღება უნდათ და არა ათლეტებად ქცევა. ასე შეიქმნა “წრე”, ფიტნეს კლუბი, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო ინფრასტრუქურას ქმნის და საქმით ცდილობს იმის დამტკიცებას, რასაც ბრენდი ემსახურება.

ამის მაგალითებია უფასო ველოსიპედები, რომლითაც  წრის კლუბის ნებისმიერ წევრს შეუძლია ისარგებლოს ქალაქში. ასევე, Rooftop fitnessრომელიც გულისხმობს ყოველვირეულ საყოველთაო ვარჯიშს თბილისის სხვადასხვა სახურავებზე და ბევრი სხვა.

M: ვისაუბროთ სახელდებაზე. რას გულისხმობს “წრე” და რატომ ჩათვალეთ ის თანამედროვე ფიტნეს ცენტრისთვის საინტერესო დასახელებად?

სახელწოდება – “წრე” ვთვლით რომ სწორად გადმოსცემს შემუშავებულ კონცეფციას, გამორჩეულია ინდუსტრიაში არსებული სახელწოდებებისგან და ასევე ბავშვობაში სხვადასხვა წრეებზე სიარულის პოზიტიური მოგონებებთანაც აქვს ირიბი კავშირი. ამის გარდა სიტყვა კარგად იშლება კომუნიკაციაში (კვების წრე, კრივის წრე, აერობიკის წრე და ა.შ.), რაც ძლეირი ნეიმინგის მნიშვნელოვანი პირობაა.

M: როგორი იყო დამკვეთის ჩართულობა ბრენდის შექმნის პროცესში?

“წრე” კარგი მაგალითია იმის რომ, კლიენტის სრული თანამონაწილეობა ბრენდის შექმნაში და მის სრულყოფილად წარმართვაში, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ბრენდის წარმატებაში.

კლიენტს იმდენად ჰქონდა გათავისებული ბრენდის არსი და მისია, რომ მუშაობის პროცესში იდეების დიდი ნაწილი სწორედ მათგან მოდიოდია და ეს დღესაც ასე გრძელდება.

სწორედ ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთადერთ გზად, რაც ბრენდს საბოლოო წარმატებამდე მიიყვანს. მთავარი ბრენდის ყოველდღიური ცხოვრებაა, მისი მუდმივად გაჯანსაღება და მასზე ზრუნვა, რასაც ბუნებრივია ვერც ერთი სააგენტო ვერ შეძლებს, თუ თავად კლიენტი არ გამოავლენს საკმარის მზაობასა და ჩართულობას.

წრის შექმნაზე სტრატეგიულმა ბრედნინგ სააგენტო “მილენიალ ჰაბმა” იმუშავა.

ბრენდის სტრატეგია: რეზო ჩარკვიანი, გიორგი ტაბატაძე, ვასკა ჩუბინიძე

სახელწოდება: თაკო სულაქველიძე

ვიზუალური იდენტობა: თარხან მაღრაძე

განხილვა