ეს ისტორია ლუდის მოყვარული ენთუზიასტით იწყება, სახელად ფრედერიკ მილერი, რომელიც გერმანიაში 1824 წელს დაიბადა. ახალგაზრდა ასაკში ის მუშაობდა ლუდსახარშში, სიგმარინგენში. 26 წლის იყო, როდესაც შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა, სადაც დამკვიდრების შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ საკუთარი ლუდსახარში დაეარსებინა. მან თვალი მილუოკს დაადგა, რადგან აქ ლუდს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავდა.
1855 წელს მილერმა იყიდა პლანკ როუდ ლუდსახარში ჩარლზ ლორენც ბესტისა და მისი მამისგან. ბესტი და მამამისი არც ისე ცუდად უძღვებოდნენ თავიანთ საქმეს, თუმცა მილერის იდეები ბევრად ინოვაციური იყო. ბესტები ე.წ. მღვიმის სისტემას იყენებდნენ, რომელიც უზრუნველყოფდა ლუდის შენახვას გრილ, შეუფერხებელ ადგილას დადუღებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა ისინი პატარა და მოუხერხებელი იყო და მილერმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი მაცივრებით ჩაანაცვლა.
„ის ურჩევნია მამულსა”…
მართალია, ეს ჩვენებური, ქართული გამოთქმაა, მაგრამ არც უცხოური ამბები უჩივიან მსგავს ფაქტებს, როცა მამის მიერ წამოწყებულ საქმეს შვილებიც ღირსეულად აგრძელებენ. ფრედერიკის გარდაცვალების შემდეგ საწარმოს სადავეები ხელში მისმა ვაჟებმა გადაინაწილეს: ერნესტმა, ემილმა, უმცროსმა ფრედერიკმა და კარლმა. 1919 წლისთვის წარმოება გაიზარდა 500 000 ბარელამდე, თუმცა მალევე დაიწყო აკრძალვების შემოღება ლუდზე და კომპანიას მიმართულების შეცვლა მოუხდა. საწარმომ თავის გადარჩენა გამაგრილებელი სასმელების, ალაოს პროდუქტებითა და მარცვლეულის წარმოებით შეძლო.
1947 წლამდე კომპანიის აღმასრულებლის როლს ფრედერიკ მილერი უმცროსი იკავებდა, თუმცა შემდეგ ეს ადგილი მისმა ძმისშვილმა, ასევე ფრედერიკმა დაიკავა, რომელსაც ასე იხსენიებდნენ ფრედერიკ C.
სწორედ ამ უკანასკნელმა დაიწყო ფიქრი გაფართოებაზე და მილუოკიში ბეისბოლის კულტურის დამკვიდრება დაიწყო, რომ ლუდი და სპორტი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. ამ ურთიერთობის განვითარებამ მილერისთვის გაყიდვების გაზრდა გამოიწვია. სამწუხაროდ, მალე ტრაგედია დატრიალდა და ფრედერიკ C ავიაკატასტროფაში დაიღუპა 1954 წელს. მისი გარდაცვალების დროს Miller Brewing Company მეცხრე ადგილზე იყო ამერიკულ ლუდსახარშებს შორის.
გაფართოება
ამ შემთხვევის შემდეგ კომპანიის პრეზიდენტი გახდა ნორმან კლუგი. მან 1961 წელს შეიძინა A. Gettelman Company და ოთხი წლის შემდეგ იყიდა General Brewing Corporation of Azusa, California. იმავე წელს ფირმამ შეიძინა Carling O’Keefe ლუდსახარში ფორტ უორტში, ტეხასი. ამ დროისთვის „მილერმა” ჩამოაყალიბა ქილების მწარმოებელი კომპანია მილუოკიში Carnation Corporation-თან ერთად. ქარხანა წელიწადში დაახლოებით 150 მილიონი ლუდის ქილას აწარმოებდა.
კლუგის გარდაცვალების შემდეგ კომპანიას ბევრი უყურებდა როგორც კარგ შენაძენს და მიუხედავად ბევრი კორპორაციის მცდელობისა, ის შეიძინა Philip Morris-მა, რომლის მენეჯმენტის პირობებში, „მილერის” მარკეტინგული სტრატეგიები და სარეკლამო კამპანიები უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. კომპანიამ გააფართოვა ბრენდების ასორტიმენტი და შეაღწია ბაზრის ყველა სეგმენტში. შედეგად, წარმოება გაიზარდა 7 მილიონი ბარელიდან 1973 წელს 31 მილიონ ბარელამდე 1978 წელს.
ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ბრენდის ახალი სლოგანი – „თუ შენ გაქვს დრო, ჩვენ გვაქვს ლუდი” (If you’ve got the time, we’ve got the beer). ამ სლოგანმა და მის უკან არსებულმა მარკეტინგულმა გეგმამ გამოიწვია გაყიდვების გაზრდა.
Miller Lite
70-იანი წლები. Miller-ის იმდორინდელი პრეზიდენტი, ჯონ მერფი თავის მეგობართან ერთად კაფეში სადილობდა, რომელიც ცდილობდა წონაში დაკლებას და ოფიციანტს შეუკვეთა რაიმე დაბალკალორიული სასმელი. მერფიმ თავისთვისაც იგივე შეუკვეთა და დაფიქრდა იმაზე, რომ შეიძლებოდა ლუდიც ყოფილიყო დაბალკალორიული. იდეით გატაცებულმა მალე იპოვა რეცეპტი, რომელიც ანადგურებდა მაღალკალორიულ სახამებელს. შედეგად გამოვიდა ლუდი Miller lite, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ამერიკელ ლუდის მომხმარებლებში. თავის კატეგორიაში ის დღემდე ნომერ პირველ პროდუქტად რჩება.
ლუდის მხარშველთა ომები
11 მილიონი დოლარის სარეკლამო კამპანიაში მილერმა დაიპყრო Anheuser-Busch-ის Michelob ბაზრის 10%. Anheuser-Busch-მა სასწრაფოდ შეიტანა სარჩელი ფედერალურ სავაჭრო კომისიაში და დაადანაშაულა „მილერი” ყალბ შეფუთვასა და რეკლამაში, რათა დაერწმუნებინა მომხმარებლები, რომ ისინი იმპორტირებულ ლუდს ყიდულობდნენ. მოგვიანებით, როდესაც Anheuser-Busch-მა წარმოადგინა თავისი ლუდი Natural Light, „მილერმა” საპასუხოდ აღნიშნა, რომ არაფერი იყო ბუნებრივი Anheuser-Busch-ის პროდუქტში. ამ „ლუდის ომებიდან“ მიღებული საჯაროობა Miller-ს დაეხმარება, გაეუმჯობესებინა თავისი პოზიცია ლუდის მწარმოებელ ინდუსტრიაში; 1980-იანი წლების დასაწყისისთვის იგი მეორე ადგილზე იყო Anheuser-Busch-ის შემდეგ.
Miller-ისა და Coors-ის გაერთიანება
MillerCoors ჩამოყალიბდა 2008 წელს, როგორც ერთობლივი საწარმო SABMiller-სა და Molson Coors-ს შორის, რათა გაერთიანებულიყო მათი პროდუქცია, მარკეტინგი და გაყიდვები შეერთებულ შტატებში. 2016 წელს Molson Coors-მა შეიძინა Miller Brewing Company-ის სრული გლობალური ბრენდის პორტფელი დაახლოებით 12 მილიარდ აშშ დოლარად. შეთანხმებამ Molson Coors გახადა მსოფლიოში სიდიდით მესამე ლუდსახარში იმ პერიოდში.
ნამდვილი ლუდის გემო
Miller-ის ლუდსახარშები ორიენტირებული იყო ნამდვილი ლუდის გემოს შენარჩუნებაზე, რაც არც ისე იოლი საქმეა. ბოთლებში ჩამოსხმის შემდეგ ლუდის გემო, როგორც წესი, ცოტა იცვლება, ამიტომ „მილერში” ცდილობდნენ ისეთი ლუდი შეექმნათ, რომელსაც ახალი ჩამოსხმული სასმლის ეფექტი ექნებოდა. მათ შეიმუშავეს ლუდის ხარშვის ახალი ფილოსოფია, დუღილის ახალი პროცესები, ახლებური შეფუთვა და უზრუნველჰყვეს ისეთი ლუდის წარმოება, რომელსაც ისეთივე სუფთა გემო ექნებოდა, როგორც ახალ ლუდს.
Miller-ის ყველა ლუდი იყენებს პატენტით დაცულ ინგრედიენტებს, აქვს 4-გზის გაფილტვრის ტექნიკა და შეფუთვა, რაც ლუდს რეალურ გემოს ანიჭებს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სვიას, რომელსაც ბრენდი იყენებს, თავად აწარმოებს. საფუარი კი ისეთივე უნიკალურია, როგორიც ფრედერიკ მილერმა 1850 წელს ჩამოიტანა ამერიკაში. მდიდრული და ოქროსფერი ბზინვარებისთვის ლუდსახარში პილსნერისა და კარამელის ალაოს იყენებს და მეტიც, წყალიც კი სპეციფიკურად მზადდება და არ არის ჩვეულებრივი. დიდი ყურადღება ეთმობა სერვირებასაც. Miller-მა უარი თქვა მწვანე და ყავისფერ მინაზე, რადგან თვლიდა, რომ ამ ფერის მინა გემოს უკარგავს სასმელს და გამჭვირვალე მინა აირჩია. ამ ყველაფრის შედეგად, Miller გვთავაზობს ნამდვილ, სუფთა და გამაგრილებელ გემოს ყოველ ჯერზე, როცა მას ვსინჯავთ.
Miller ორი საუკუნეა, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოწინავე პოზიციებზე მდგომ ბრენდად რჩება ლუდის მწარმოებლებს შორის. მას ბაზრის 20% უკავია. ის ამზადებს სხვადასხვა ასორტიმენტის ლუდს, რომელიც გათვლილია ადამიანური ცხოვრების მომენტებზე, როგორც ყოველდღიურზე, ისე სადღესასწაულოზე. ბრენდის მიზანი ყოველთვის იყო და რჩება – თანაბარი ზრუნვა საკუთარ მომხმარებელსა და თანამშრომლებზე, საზოგადოებასა და გარემოზე. მას არასოდეს გადაუხვევია თავისი პირველადი იდეისთვის, რომელიც გულისხმობდა სურვილს – უახლესი დეგუსტაციის ლუდი ყველგან და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. არ აქვს მნიშვნელობა, მილენიალი ხართ, gen Z თუ სხვა, Miller არის ბრენდი, რომელიც არ ანიჭებს იარლიყებს თავის მომხმარებელს. ის პოზიციონირებს როგორც თავისუფლების მაძიებელი ბრენდი და მომხმარებელს აძლევს ყველაზე მთავარს – საუკეთესო გამოცდილებასა და მოგონებებს, რადგან ბრენდისთვის ეს არის მთავარი და არა ნივთები და სტატუსი. Miller-ისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ემოციური ჯილდოც, რომლიც მიღწევასაც ავთენტურობის შენარჩუნებით, შესრულების მაღალი ხარისხითა და იმ პოზიტიური ენერგიით ახერხებს, რომლითაც ლუდის ყოველი ბოთლი ისხმევა. Miller-ის აზრით, ხარისხიანი პროდუქციის გარდა, სწორედ ეს ფასეულობები იწვევს მისი ბიზნესის მდგრადობას. ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ ბრენდს, ახლებურად მოაზროვნე პიონერები არიან, რომლებიც ერთობლივი ძალებით ახდენენ ფოკუსირებას მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. ისინი ქმნიან ლუდს, რომელიც არის ყველგან, სადაც საჭიროა სოციალიზაცია. ამიტომ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დააგემოვნეთ, Miller-ის დროა!
საქართველოში MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი ლუდსახარში „ზედაზენია“.