Miller Lite-მა ზაფხულისა და მზის მოყვარულებზე ზრუნვა გადაწყვიტა. სიცხეში ცივი ლუდით გაგრილება სასიამოვნო პროცესია, მაგრამ რომელი ლუდი უნდა აირჩიოთ?! #ItsMillerTime, – მოგვიწოდებს კამპანია.
https://www.youtube.com/watch?v=mdWqhX-Ry20
სანაპიროზე მყოფ საზოგადოებას დახვდა რჩევა, პერიოდულად აიხედოს ცაში. მართლაც, დღის მანძილზე “ზეციური რჩევები” პატარა თვითმფრინავმა ჩამოატარა: ”მეგობარო, სანამ დაიწვები, გვერდი იცვალე”, “ბიჭებო, გოგონებს ლუდი უნდათ”, “არწივის ტატიუანო, ყინული მოიმარაგე”, – ასეთი ოპერატიული გზავნილები მართლაც იპყრობს ყურადღებას, ცივი ლუდი კი დროულად აგრილებს სხეულს.
https://www.youtube.com/watch?v=B-4RQzFJDmg
Miller Lite-ის მზის დამწვრობისგან დამცავი ჯიხური დამსვენებელს სანაპიროზე დახვდა. რა თქმა უნდა, ასეთი ზრუნვა ადვილად არ დაგავიწყდება.
https://www.youtube.com/watch?v=G6od8SMGeDw
Bonnaroo Arts And Music Festival-ზე, ტენესის შტატში, თაკარა მზეზე ყველა ეძებდა ჩრდილს. Miller Lite-მა აქაც გამოიჩინა თავი, უზარმაზარი ქოლგებით მშვენიერი ჩრდილი მოაწყო და თავშეფარებულ ახალგაზრდებს ცივი ლუდიც დაურიგა.
https://www.youtube.com/watch?v=sWpJzA40BkU
უდავოდ, ასეთი ზრუნვითა და ცივი ლუდით მშვენიერი ზაფხულის გატარება შეიძლება.











