3D პრინტერების მნიშვნელობა, სხვადასხვა სფეროს განვითარებაში რომ დიდია, ამაზე არავინ დავობს. თუმცა, მაინც არსებობს საკითხები, რომლებშიც ამ მოწყობილობას ახალი შესაძლებლობების ჩვენება შეუძლია. ცოტა ხნის წინ, Exaddon-მა, ახლადშექმნილი მიკროპროდუქციის ტექნიკის გამოყენებით, დაბეჭდა მიკროდავითი, რომელიც 0.1 მილიმეტრის ზომისაა და ორ მიკროგრამს იწონის. შედარებისთვის, მისი ორიგინალი, ანუ მიქელანჯელოს მიერ, მე-16 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ხელოვნების ნიმუში 5.17 მეტრის სიმაღლისაა და 6 ტონას იწონის. თუ ორიგინალის შესაქმნელად მიქელანჯელოს 4 წელი (1501-დან 1504-მდე) დასჭირდა, 3D პრინტერმა მიკროდავითი 12 საათში დაბეჭდა.
მიკროდავითი Exaddon-ის პრინტერმა CERES, იონიზებული თხევადი სპილენძის გამოყენებით დაბეჭდა. პრინტერი დავითს ნანომეტრის ზომის (უფრო ზუსტად – 1 μm3 to 6’000’000 µm3) ერთეულებით ბეჭდავდა, რაც სხვა პრინტერებისთვის შეუძლებელია. ეს ბეჭდვის ტექნოლოგია ციურიხში, ETH-ის უნივერსიტეტში შექმნეს. ტექნიკა იყენებს 300 ნანნომეტრის სიფართის „პირს“, მიკროსკოპული ობიექტების დასაბეჭდად. შემქმნელები ამბობენ, რომ მიქელანჯელოს ქმნილების მინიატურული ასლის თითოეული დეტალი მისი ორიგინალის ზუსტი გამეორებაა.