in

Mimirex – როცა გამოცდილება უფრო მეტია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი

ალბათ ყველას გვქონია ისეთი სიტუაცია, როდესაც გარკვეული ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ კონკრეტული პრობლემის გამო საათობით ვიჭედებით. ეს დაბრკოლება ხშირად გადაულახავი გვეჩვენება, თუმცა იმავე საკითხში უფრო გამოცდილ ადამიანს მის გადასაწყვეტად შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი დასჭირდეს. სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა Mimirex – პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, საჭირო მომენტში იპოვოთ შესაბამისი ექსპერტი და სწრაფად გადაჭრათ პრობლემა პირად ცხოვრებაში, სამსახურებრივ საქმიანობასა თუ ბიზნესში.

Mimirex არის პლატფორმა, რომელიც ვიდეოზარის მეშვეობით საუკეთესო ექსპერტებთან დაგაკავშირებთ. აღნიშნული პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ პრობლემა და მიიღოთ სწრაფი პასუხები, რაც ადრე ბევრად უფრო მეტ დროს მოითხოვდა. ამასთან, Mimirex სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება კომერციალიზაციის წყაროდ აქციონ.

დღეს პლატფორმაზე უკვე 8 000-ამდე მომხმარებელი და 1 000-ზე მეტი ექსპერტია რეგისტრირებული, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, პროფესიონალებისგან რჩევები მრავალფეროვანი მიმართულებებით მიიღონ, მათ შორის: ტექნოლოგიები, მეწარმეობა, ბუღალტერია, სამართალი, კომუნიკაცია, დიზაინი, ფსიქოლოგია, გაყიდვები, ქოუჩინგი, ლიდერობა და სხვა.

მაგრამ ჩვენ ხომ ChatGPT გვაქვს, რომელიც მყისიერ პასუხებს გვაძლევს! რატომ უნდა მივმართოთ ექსპერტს?

რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი გარკვეულ ამოცანებს სწრაფად აგვარებს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მაინც არსებობს – მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოდნის არეალი ფართოა, ნიშური და სპეციფიკური პრობლემების შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია ხშირად “trial and error” მეთოდს ეყრდნობა, ან შესაძლოა საერთოდ არაზუსტი იყოს. ასეთ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, შეიძლება კიდევ უფრო მეტი დრო დავკარგოთ და ფრუსტრაცია კიდევ უფრო გაძლიერდეს.

სამაგიეროდ, Mimirex-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ, ესაუბროთ ადამიანს, რომელიც სწრაფად ჩასწვდება კონკრეტული საკითხის სპეციფიკას, დასვამს დამატებით კითხვებს და გაგიზიარებთ პასუხს, რომელიც მის პროფესიულ გამოცდილებას ეყრდნობა.

ამიტომ შევთანხმდეთ ერთ საკითხზე, ხელოვნური ინტელექტი უძლიერესი ინსტრუმენტია, მაგრამ ზოგჯერ არაფერია იმაზე ეფექტური, ვიდრე პირდაპირი დიალოგი ადამიანთან, რომელსაც მსგავსი პრობლემა უკვე გადაჭრილი აქვს.

Mimirex-ის შექმნის იდეა Covid-19 პანდემიის დროს გაჩნდა, როცა კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი გლობალურად დაჩქარდა, ხოლო სამუშაო და ცხოვრების დინამიკა რადიკალურად შეიცვალა. ამ ცვლილებების ფონზე ადამიანებს ხშირად სჭირდებოდათ სწრაფი და ეფექტიანი რჩევები, რომლებიც არა მხოლოდ პირად, არამედ პროფესიულ წინსვლასაც შეუწყობდა ხელს.

ამ საჭიროების საპასუხოდ, გიორგი ბურდულმა, გიორგი ბერიძემ, ერეკლე ანთაძემ და გიორგი მუმლაძემ დააფუძნეს Mimirex. პლატფორმამ იდეის ეტაპზევე დიდი დაინტერესება დაიმსახურა სილიკონის ველის ინვესტორებისგან, რომლებიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000-ლარიან საგრანტო კონკურსში ჟიურებად იყვნენ მიწვეულნი.

გიორგი ბურდულმა (CEO) შექმნა გუნდი, რომლის თითოეულმა წევრმა შესძინა კომპანიას განსხვავებული და უნიკალური უნარ-ჩვევები, თვისებები, გამოცდილება და სულისკვეთება. გიორგის ხედვა და სტრატეგიული მენეჯმენტი დაეხმარა Mimirex-ის გუნდს მომხმარებლისთვის ღირებული სივრცის შექმნაში, სადაც ცოდნა და გამოცდილება ეფექტურად ზიარდება და პრობლემების გადაჭრა უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი.

ერეკლე ანთაძე (CBDO) გიორგის მიერ შეკრებილი გუნდის პირველი წევრი იყო. კომპანიის იდეის ჩასახვიდან დღემდე, ერეკლე პასუხისმგებელია კომპანიის სტრატეგიულ ხედვასა და განვითარებაზე. მისი მრავალმხრივი გამოცდილება მენეჯმენტში, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში კომპანიას ეხმარება ბაზრის საჭიროებების სწორად განსაზღვრასა და კომპანიის ბიზნესმოდელისა და შეთავაზებების ფორმირებაში.

გიორგი ბერიძეს (CTO) დიდი წვლილი აქვს შეტანილი Mimirex-ის განვითარებაში, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტების შექმნაში, როგორიცაა პლატფორმის დიზაინი, ლოგო, ფუნქციონალი და სხვა მსგავსი სეგმენტები, რითაც „მიმირექსი” ჩამოყალიბდა ისეთ კომპანიად, როგორიც დღეს არის. თუ თქვენ ოდესმე გამოგიყენებიათ პლატფორმა, ნამდვილად შეამჩნევდით, რომ მისი დიზაინი და ფუნქციონალი მეტად ინტუიციური და მარტივად გამოსაყენებელია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე – ექსპერტებისთვის.

გიორგი მუმლაძე (CMO) არის ადამიანი, რომლის ხედვამ და მარკეტინგულმა მიდგომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Mimirex-ის წარმატებაში. მისი უნიკალური სტრატეგიები, რომლებიც ეფუძნებოდა როგორც ინოვაციურ იდეებს, ისე ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ ზუსტ სტრატეგიებს, კომპანიას დაეხმარა სწრაფად დაემკვიდრებინა თავი ბაზარზე. იგი აღნიშნავს, რომ დღემდე ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება რჩევისთვის ანაზღაურების მიღება თუ ფულის გადახდა. ხშირად ექსპერტული რჩევა ადამიანებისთვის პროფესიულ მომსახურებაზე მეტად მეგობრული დახმარებაა. მეორე მხრივ, თავად ექსპერტებსაც ხშირად უჭირთ საკუთარი ცოდნის ფასიან მომსახურებად გადაქცევა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელი მათი ნაცნობი ან ახლობელია. თავაზიანობის გამო კი ისინი ხშირად სრულიად უარს ამბობენ ანაზღაურებაზე.

ეს დამოკიდებულება აფერხებს კონსულტაციაზე დაფუძნებული პროფესიების განვითარებას და ანელებს ბიზნესსა და სხვა სფეროებში ექსპერტული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას.

თუმცა Mimirex არის ის პლატფორმა, რომელიც ამ კულტურული ბარიერის დაძლევაში წამყვან როლს ასრულებს.

ამ დამოკიდებულების გამო ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული პროფესიები და ზოგადად ბაზარი ნელა ვითარდება, თუმცა სტრუქტურირებული ფორმატები, როგორიცაა მასტერკლასები, ამ მიდგომის შეცვლას ხელს უწყობს.

მასტერკლასები ქმნის გაგებად და ღირებულებაზე ორიენტირებულ მოდელს, სადაც ექსპერტები თავიანთ ცოდნას მონეტიზაციის ეფექტიან გზად აქცევენ, ხოლო მომხმარებლები იღებენ მაღალი ხარისხის, პრაქტიკულ განათლებას.

Mimirex-მა, ამ საჭიროებიდან გამომდინარე, პლატფორმას სრულიად ახალი მიმართულება დაამატა – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მასტერკლასების განთავსება და დაჯავშნა.

ექსპერტებს შეუძლიათ, მასტერკლასები საკუთარ პროფილებზე განათავსონ და გაყიდონ. მასტერკლასის დაჯავშნა, გადახდა და უკუკავშირის დატოვება იმავე პლატფორმაზე სრულიად ციფრულად ხორციელდება. მომხმარებლებს კი შეუძლიათ, მოიძიონ და დაჯავშნონ მათთვის საინტერესო მასტერკლასები, რომლებიც, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ფორმატშიც ტარდება. Mimirex-ის პლატფორმაზე შესაძლებელია ისეთი მასტერკლასების მოძიებაც, რომელიც სპეციალური დაკვეთით, B2B ჯგუფებისთვის ხორციელდება. ამ ეტაპზე კომპანიას 100-ამდე მასტერკლასი აქვს ჩატარებული და ძირითადი ინტერესები მომხმარებლების მხრიდან მოდის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:

  • ქალი მეწარმეების განვითარება
  • ჯანსაღი კვება
  • მოლაპარაკების ხელოვნება
  • ფინანსები და ბუღალტერია
  • მარკეტინგი
  • რბილი უნარების განვითარება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მასტერკლასების დამატების შემდეგ Mimirex-ის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 8 000-ს მიაღწია.

Mimirex-ის გუნდი აქტიურად მუშაობს მომავლის გეგმებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც კომპანიის ზრდასა და მასშტაბირებაზე იქნება ორიენტირებული. განათლების ტექნოლოგიების ინდუსტრია ყოველწლიურად 26,32%-ით იზრდება და 2027 წლამდე ეს მზარდი მიმართულება 467 263 მილიარდ დოლარს მიაღწევს. Mimirex გლობალურ ბაზარზე უკვე საკმაოდ ძლიერ ნიშაში ოპერირებს – რაც გულისხმობს იმას, რომ განათლების ტექნოლოგიების ხელშეწყობა კომპანიებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. Mimirex იყენებს არა ხელოვნურ ინტელექტს, არამედ საკუთარი პლატფორმის გარშემო აერთიანებს ექსპერტთა ცოდნასა და გამოცდილებას. სამომავლო პერსპექტივაში ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ, როდესაც ყველა ტრენდი ამჟამად ხელოვნური ინტელექტისკენ არის მიმართული, სწორედ ეს ტრენდი აძლევს უდიდეს გასაქანს ქართულ პლატფორმას, რომელიც კონკრეტული ადამიანების გამოცდილების გაზიარებისკენ არის მიმართული.

ამასთან ერთად, Mimirex-ის გუნდი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე VC ფონდთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სტარტაპში ინვესტირებითა და მისი გლობალური გაფართოების მხარდაჭერით. 2025 წლის განმავლობაში Mimirex ახალ ბაზარზე გასვლას გეგმავს.

[პარტნიორის კონტენტი]

Airbus – ევროპული ბრენდი, რომელიც ავიაციის სიმბოლოდ იქცა

Sky21: შეაბიჯეთ ღრუბლების სამყაროში — გახდი AWS Solutions Architect!