in

მიმზიდველი თუ ვულგარული?! – Bras N Things–ის კოლექციამ Playboy–სთვის სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი განკუთვნილია ქალბატონებისთვის, ვიდეორგოლი აშკარად მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება. ავსტრალიურმა ბრენდმა Bras N Things ქალის თეთრეულის ახალი კოლექცია გამოუშვა და მისი სარეკლამო რგოლისთვის ცნობილი ავსტრალიელი მოდელი სიმონ ჰოლთზნაგელი მოიწვია.

 

 

ქალის ულამაზესი თეთრეული და კიდევ უფრო ლამაზი გოგონა, ბრენდის ეს ახალი კოლექცია Playboy–სთვის იყო განკუთვნილი. ალბათ სწორედ ამიტომ მოჰყვა მას სერიოზული კრიტიკა. საზოგადოების ნაწილმა ვიდეორგოლი შეაფასა, როგორც ერთი უბრალო ვულგარული გამოსვლა. მათ საპასუხოდ კი ულამაზესმა სიმონმა საკუთარ Instagram–ზე საკმაოდ  ვრცელი და მკაცრი მიმართვა გამოაქვეყნა: “არაფერი ვულგარული აქ არ არის, ეს არის ქალის ჯანსაღი ლამაზი ფიგურა.” მეტიც, გოგონამ კრიტიკოსები ძალადობაშიც კი დაადანაშაულა.

თელარა გელანტია – #პირველისამსახური

ნუ დაიჭერ მანქანის მართვისას! – Pokemon-ებზე ნადირობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები