in

„გამაოგნებელი საქართველო“ – The Guardian სტატიას აქვეყნებს

The Guardian კოლუმნისტი, სიუზან მურისა და მისი მეგობრის, საქართველოში მოგზაურობის გამოცდილებაზე, სიუზანის ტექსტს აქვეყნებს. „ქვეყანაზე, რომელიც ტრადიციული, საბჭოთა და თანამედროვე სტილის ნაზავია. საქართველოს მიზიდულობის დიდი ძალა აქვს“.

BOG
BOG

პრეტენზიული პარტნიორის მიუხედავად, პირველ სასტუმროში, სადაც გაჩერება მოუწიათ – Rooms Hotel Tbilisi, აღიარეს, რომ: „ჩვენ სრულიად ფანტასტიკურ ადგილას მოვხვდით“. „ჩვენ გავიარეთ სახლები… ისეთები, ბარსელონასა თუ იტალიაში რომ იქნება, ხიდი, სადაც ადამიანები გარეთ ვაჭრობენ…“
„სამზარეულოთი ძალიან მოვიხიბლეთ. Cafe Littera-ში, შეფმა, თეკუნა გაჩეჩილაძემ ტრადიციული ქართული კერძების მსუბუქი და ვეგეტარიანული ვარიანტები შემოგვთავაზა. ვჭამეთ რამდენიმე თეფში სოკო და აღმოვაჩინეთ ქართული ღვინო, რომელიც ნატურალურია და ნაბახუსევიც არ გაქვს“.

„ფაბრიკა“, „მტკვარზე“, PepperBoy, „ამოდი“…„ბათუმში ერთ-ერთ რუსულ სასტუმროში ამოვყავით თავი. რუსული მასპინძლობა, ძირითადად, იგნორს გულისხმობს. ერთი სული მქონდა, თბილისში როდის დავრუნდებოდით და ჩამოვედით ძვირადღირებულ Hotel Stamba-ში. სასტუმროს აქვს ოქროს აბაზანები და შხაპი, კაზინო და საცურაო აუზი სახურავზე. ვფიქრობ ის ჩემთვის, ცოტა ზედმეტად ამერიკულ ფსიქო-ეროტიკულია“.
„მწვანე მთები, ლურჯი ტბები, ახალი ლეღვი და თაფლი გზად, გასაყიდად – სრულიად შთამბეჭდავია. ჰიმალაისა და ანდებში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს ნამდვილად გამაოგნებელია“. „შევჩერდით რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ძეგლთან, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე,  გუდაურის სათხილამურო კურორტსა და ჯვრის უღელტეხილს შორის მდებარეობს. შემდეგ, Rooms Hotel Kazbegi-ში გადავინაცვლეთ, ხისა და მინის მორიგ ბრუტალურ არქიტექტურაში, სადაც ადრე საბჭოთა სპა იყო“. „რატომ არის საქართველო ასეთი განსაკუთრებული? არ ვგულისხმობ ოქროს აბაზანებსა და კარგად ჩაცმულ პერსონალს. საქმე სითბოსა და მასპინძლობაშია. აქ შეგიძლია, რაც გინდა, ის აკეთო. და ზუსტად ესაა მდიდრული მოგზაურობა… რა თქმა უნდა, კარგ პარტნიორთან ერთად“.

წყარო: The Guardian

ვარსკვლავები, რომლებიც სხვის ობიექტივში „შეიჭრნენ“

McHappy Day ქუთაისის დღის ცენტრს ადაპტირებულ მინივენს გადასცემს