in

50 რჩევა თქვენი გონებრივი პოტენციალის გამოსაყენებლად

პროდუქტიულობა აქტუალური საკითხია თითქმის ნებისმიერი ბიზნესისთვის. როგორ შეიძლება მიაღწიოთ ზრდას, თუკი თქვენ ან თქვენი კომპანია არ ხართ პროდუქტიული? პროდუქტიულობის მამოძრავებელი ძალა ხშირად მრავალფეროვანია და მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ბიზნეს ერთეულში ნაწილდება. აქ საინტერესოა გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესები ვერ შეძლებენ თავიანთი თანამშრომლების სრული პოტენციალის გამოყენებას, თუ შესრულების შეფასების სისტემებში არ გაითვალისწინებენ ფსიქოლოგიური ურთიერთობის საჭიროებას, როგორიცაა სამუშაო ადგილის პოზიტიური ურთიერთობები, აღიარება, პიროვნული ზრდის შესაძლებლობები და რეგულარული კონსტრუქციული უკუკავშირი შესრულების თაობაზე.

ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია „მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქტიულობა“, თუ მას აქვს სტრატეგია, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს განავითარონ თავიანთი თანდაყოლილი ნიჭი, გამოიყენონ ის სამსახურში და საბოლოოდ ძლიერ მხარედ გადააქციონ.

  1. გამოურთეთ სმარტფონს ხმა
  2. გათიშეთ ფონური ნოტიფიკაციები და ბრაუზერის ტაბები
  3. გააჩუმეთ ელ.ფოსტა
  4. დაალაგეთ სამუშაო მაგიდა
  5. თუკი რაიმე აზრი მოგივათ, მოინიშნეთ და მოგვიანებით გადახედეთ
  6. სტატიები და ვიდეოები Pocket აპლიკაციაში შეინახეთ
  7. რეგულარულად შეისვენეთ
  8. ეცადეთ, განსხვავებულ გარემოში იმუშაოთ – საერთო სამუშაო სივრცეში, კაფეში, პარკებში…
  9. მოთავსდით ფანჯარასთან
  10. უსუნეთ რაიმე სასიამოვნოს – ლავანდის ყვავილს, ლიმონს…
  11. ეცადეთ, ტემპერატურა 20-25 გრადუსის ფარგლებში იყოს
  12. გაისეირნეთ
  13. გამოიძინეთ, ივარჯიშეთ, იკვებეთ ჯანსაღად
  14. შეიძინეთ მცენარეები
  15. უსმინეთ ემბიენთ ტიპის მუსიკას
  16. იმედიტირეთ
  17. დაათვალიერეთ ბუნებისა და ცხოველების ფოტოები
  18. ეცადეთ, საქმიანი შეხვედრები 15 წუთზე დიდხანს არ გაგრძელდეს
  19. გაანაწილეთ საქმე
  20. ყურადღებით იყავით, რაში ხარჯავთ დროს
  21. აპლიკაცია Unroll.me-ს დახმარებით, გაფილტრეთ შემომავალი წერილები
  22. ნაკლებად იაქტიურეთ Facebook-ზე
  23. ავტომატიზებაზე გადაიყვანეთ დამღლელი საქმეები
  24. დააჯგუფეთ მსგავსი ამოცანები
  25. თუკი უცხო ენაზე მუშაობთ, გამოიყენეთ კარნახისთვის განკუთვნილი აპლიკაციები
  26. STOP სიის დახმარებით, ჩამოწერეთ მავნე ჩვევები, რომელთაგან გათავისუფლებაც გსურთ
  27. მოეშვით ბევრი საქმის ერთად კეთებას
  28. დაალაგეთ ამოცანები „სავალდებულო, საჭირო და სასურველი“ პრიორიტეტით
  29. Post-it-ში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ჩამოწერეთ
  30. ყველაზე მთავარი საქმე პირველ რიგში შეასრულეთ
  31. ელ.ფოსტა 2 საათზე ადრე არ შეამოწმოთ
  32. დააკვირდით, თუკი კონკრეტული საქმე მიზნის მიღწევაში არ გეხმარებათ, გაანებეთ თავი
  33. თუკი საქმის გაკეთება თქვენ გარდა სხვასაც შეუძლია და არც ისე მნიშვნელოვანია, თავი დაანებეთ
  34. ამ საღამოს ჩამოწერეთ ხვალინდელი ამოცანები
  35. პრიორიტეტებისთვის სტივენ ქოვის მატრიცა გამოიყენეთ
  36. შემოქმედებითი საქმე პირველ რიგში გააკეთეთ
  37. ეს ამოცანა მიზნამდე მიმიყვანს? ჩემი ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია? შემოსავალი მოაქვს? ამარტივებს ყოველდღიურობას? აუცილებლად დღეს უნდა გაკეთდეს? პასუხის დადებითობის მიხედვით დაალაგეთ პრიორიტეტები
  38. დიდი საქმე პატარ-პატარებად დაყავით
  39. დიდ საქმეებზე მუშაობას 5-5 წუთი დაუთმეთ
  40. „შეჭამე ბაყაყის“ პრინციპით იმოქმედეთ
  41. მიზნის დასახვისთვის ეს პლატფორმა გამოიყენეთ: stickK
  42. თუკი რაიმე საქმეს 2 წუთზე ნაკლები დრო უნდა, ახლავე გააკეთეთ
  43. დააკვირდით, დღე-ღამის რა მონაკვეთში ხართ პროდუქტიული
  44. აღნიშნეთ მცირე გამარჯვებები
  45. აქციეთ ქცევა რეგულარულად, არ გაწყვიტოთ ჯაჭვი
  46. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი
  47. დადექით თავდაჯერებულად
  48. აღნიშნეთ ორგანაიზერში შესრულებული სამუშაო
  49. ჭამეთ შოკოლადი
  50. გაიღიმეთ და ეცადეთ შეიგრძნოთ ბედნიერება

წყარო: digitaladblog

Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

UX – მობილური დეველოპმენტის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი