in

ჰარვარდის ლექტორი: “მომავალში, უნარ-ჩვევებზე მეტად აზროვნების სტილი წაგწევთ წინ”

ხშირად გვესმის, რომ დაგროვილი გამოცდილება ჩვენდამი ნდობის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლაში გვეხმარება. თუმცა, ყოველივე ეს, საერთო ჯამში, ნაკლები ღირებულების მატარებელია, როდესაც აზროვნების სტილით არაა გამყარებული. სამომავლოდ, აზროვნების სტილი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ჰარვარდის ლექტორის, ვიკრამ მანშარამანის თქმით, აზროვნების სტილი საჭირო წერტილების სწორად შეერთებაში დაგეხმარებათ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ ეპოქაში, რომელიც წარსულისგან გასხვავებულ პერსპექტივას შეიძლება გვთავაზობდეს. მარტივად რომ ვთქვათ, სამყაროს ცვლილებასთან ერთად, უნდა შეიცვალოს ჩვენი უნარების განვითარების ფილოსოფიაც.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დღევანდელობის დინამიკური კომპლექსურობა ჩვენგან ითხოვს უნარს გავუმკლავდეთ არაერთგვაროვან და არაპროგნოზირებად სიტუაციებს. თუმცა არსებული გარემოება უმეტესობა ჩვენგანში შფოთს იწვევს, რადგან ჩვენ წინასწარ განსაზღვრას მივეჩვიეთ.

გაიხსენეთ, როგორი იყო ბიზნეს რჩევების დიდი ნაწილი ბოლო 40-50 წლის მანძილზე: ძირითადი კომპეტენცია, გამორჩეული უნარები, სიღრმისეული ექსპერტიზა. ბევრ ჩვენგანს ახსოვს, რომ წარმატების მისაღწევად საკვანძო საკითხი იყო კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბება, რაც პროფესიულ კიბეზე წინ წაწევაში უნდა დაგვხმარებოდა.

აქამდე, კარიერული წარმატებისთვის აღარ კმაროდა ექიმად ყოფნა, უფრო ვიწრო სპეციალიზაცია იყო საჭირო, მაგალითად, კარდიოლოგია. შემდეგ, უფრო ვიწრო სპეციალობაში დახელოვნება გახდა საჭირო, მაგალითად, კარდიოქირურგია. ასეთი ტენდენცია თითქმის ყველა პროფესიას შეეხო. გზა ერთი იყო – წარმატების მისაღწევად გამოცდილებისა და ექსპერტიზის დაგროვება აუცილებელ პირობად ითვლებოდა.

მომავალი ფართო პროფილის სპეციალისტებისაა

წარსული შედეგები წარმატებული მომავლის აუცილებელი წინაპირობა არ არის. მოვიდა დრო, სიღრმისეულად გადავაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება, ამ კუთხით. ხშირად ამბობენ ასეთ ფრაზას “ჩაქუჩიან ადამიანს ყველაფერი ლურსმნად ეჩვენებაო”. მაგრამ რა, თუ ადამიანს აქვს ჩაქუჩი, ქანჩი და სახრახნისი? ან, თუკი ფორმებს ეხება საკითხი – წრე, ჰექსაგონი? რომელი ინსტრუმენტი რომელი სიტუაციისთვის იქნებოდა გამოსადეგი? ინსტრუმენტების მრავალფეროვნება პრობლემის უკეთ გაცნობიერებაში გვეხმარება.

თუმცა, ეს სავსებით არ ნიშნავს, რომ სიღრმისეული ცოდნა უსარგებლოა. სულაც არა. უბრალოდ, სამყარო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ვისაც უფრო მეტი “ინსტრუმენტი” აქვს გონებაში, უკეთ გაუმკლავდება არსებულ ამოცანას. დღეს, წარმატების მისაღწევად ადაპტირება და მოქნილობა სჭირდება ადამიანს.

რას ნიშნავს უნივერსალურობა?

როგორ გავაკეთოთ ეს? დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია მასშტაბის შემცირება და პრობლემის კონტექსტისთვის ყურადღების მიქცევა. გააფართოვეთ თვალსაწიერი თქვენს სფეროში. თუკი, მაგალითად, ნავთობის მიმართულების სპეციალისტი ხართ, გაეცანით დინამიკას, რა ახდენს გავლენას გაყიდვის სექტორზე. ფინანსისტი ხართ? იქნებ, მარკეტინგზე წაგეკითხათ წიგნი? იფიქრეთ უფრო ფართოდ და მასშტაბურად.

ასევე, სასარგებლოა იფიქროთ ურთიერთკავშირზე. რა გავლენას ახდენენ ერთმანეთზე სფეროები? როგორ იცვლება ერთი ინდუსტრია, მეორის ზემოქმედებით?

უნივერსალ ადამიანს უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს გონებაში, რომლის გამოყენებაც დინამიკურად, სიტუაციიდან გამომდინარე შეუძლია. უბრალოდ, იფიქრეთ, რამდენად სწრაფად შეიცვალა სამყარო ინტერნეტისა და მონაცემთა გაცვლის ტექნოლოგიების წყალობით. ჯეფ ბეზოსი არ იყო საცალო ვაჭრობის კონკურენტული სპეციალისტი. ის დამწყები იყო საცალო ბიზნესში, თუმცა სწრაფად ადაპტირება შეძლო, რათა დიდი შესაძლებლობებით ესარგებლა.

კარიერული წარმატება გენერალისტებისთვის

თანამშრომლების დაქირავებისას, ბევრი პერსპექტიული კომპანია აქცევს ყურადღებას მრავალმხრივ გამოცდილებას. ეს მნიშვნელოვანია ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის, როგორიცაა Google, სადაც თანამშრომლები გუნდიდან გუნდში გადადიან და იცვლიან როლებს. “გუგლის” ერთ-ერთი ტოპ რეკრუტერი ლისა სტერნ ჰაიესი ამბობს, რომ კომპანიაში ფასობენ პრობლემების გადამჭრელები, რომლებსაც გენერალისტური კოგნიტური უნარები აქვთ და არა მხოლოდ ფუნქციებთან მიბმული ცოდნა: “დაფიქრდით, რა სწრაფად ვითარდება Google. თუკი თქვენ ერთი კონკრეტული საქმისთვის ვქირაობთ თანამშრომლებს, შემდეგ კი ცვლილებების გატარება გვსურს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ადამიანი თავის ფუნქციას აუცილებლად მოძებნის კომპანიაში. ამას კი, გონიერი უნივერსალების დაქირავებამდე მივყავართ.”

თუკი დამწყები ხართ გუნდში, გირჩევთ თქვენი განვითარება მრავალფეროვანი მიმართულებით წაიყვანონ. განივითარეთ ანალიტიკური უნარი, კრიტიკული აზროვნება, დაინახეთ სიტუაცია მასშტაბში და შეძლებთ სპეციფიკური უნარების მქონე ადამიანებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას.

 

წყარო: CNBC



ქართული სტარტაპი „ტენე“ Amazon-ზეა – რჩევები, როგორ გავყიდოთ პროდუქტი საერთაშორისო პლატფორმაზე

“პარკ ჰოუმ საბურთალოზე” – ახალი პროექტი ანაგი დეველოპმენტისგან